logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კავკასიის ალიანსების პროგრამის მრჩეველთა კომიტეტის შეხვედრაზე გადასარეკი ტრასებისა და ბიოუსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს
კავკასიის ალიანსების პროგრამის მრჩეველთა კომიტეტის შეხვედრაზე გადასარეკი ტრასებისა და ბიოუსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს
15:54 31.01.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, კავკასიის ალიანსების პროგრამის მრჩეველთა კომიტეტის (ALCP) მე-9 შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
მინისტრმა ვრცლად ისაუბრა მესაქონლეობის სექტორისთვის ბიოუსაფრთხოების პუნქტების როლის და მნიშვნელობის შესახებ.
ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში მესაქონლეობის დარგის განვითარება პრიორიტეტული მიმართულებაა და, შესაბამისად, გადასარეკი ტრასების ინფრასტრუქტურული მოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბიოუსაფრთხოების პუნქტების გამართული ფუნქციონირება პირდაპირ კავშირშია ცხოველთა ჯანმრთელობის და ექსპორტის საკითხებთან. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ცხოველთა გადასარეკ ტრასებზე საერთაშორისო სტანდარტის ხუთი ბიოუსაფრთხოების პუნქტი ფუნქციონირებს.
„მოგეხსენებათ ვეტერინარული და სანიტარული ნორმების კონტროლი ევროპასთან დაახლოების დღის წესრიგითაა გათვალისწინებული. მიუხედავად იმისა, რომ ვეტერინარული მდგომარეობის გამოსასწორებლად სახელმწიფომ ეფექტიანი ნაბიჯები გადადგა და თვალშისაცემია დარგის განვითარების პოზიტიური დინამიკა, გამოწვევებიც ბევრია და, ვფიქრობ, სახელმწიფომ, კერძო სექტორმა და დონორმა ორგანიზაციებმა არსებულ გამოწვევებს კონსოლიდირებულად უნდა ვუპასუხოთ“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისასალმებელ სიტყვაში მინისტრმა დარგის განვითარების კონტექსტში ყურადღება ჯიშთა გაუმჯობესების საკითხებზე, გადასარეკი ტრასების ალტერნატიული გზების მოძიებასა და სახელმწიფო პროგრამებში მესაქონლეობის, კერძოდ მეცხვარეობის დარგის განვითარებისთვის თანადაფინანსების კომპონენტის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
კავკასიის ალიანსების პროგრამების მრჩეველთა კომიტეტის მე-9 შეხვედრაზე სპეციალისტებმა, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე მეცხოველეობის სექტორის წარმომადგენლებმა გადასარეკი ტრასებისა და ბიოუსაფრთხოების პუნქტების მენეჯმენტისა და მდგრადობის საკითხებზე იმსჯელეს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა