დედამიწის საერთაშორისო დღე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქციით აღინიშნა.
აქციას ადგილობრივი თვითმმართველობის გამგეობის თანამშრომლები, ტერირორიულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები, საკრებულოს დეპუტატები, ასევე დასუფთავების სამსახურისა და სხვადასხვა ა(ა)იპ-ების თანამშრომლები შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებმა მუნიციპალიტეტში არსებული რეკრეაციული ზონების, სკვერებისა და პარკების მიმდებარე ტერიტორიები, ქალაქნინოწმინდისა და სოფლების შემოგარენი პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.
დედამიწის დღე ერთერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანიაა და საკუთარი საცხოვრებელი გარემოს დაცვის მიზნით მსოფლიო საზოგადოებას აერთიანებს.

















