ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) სახელწოდებით - „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის
შედეგების პრეზენტაციას ხვალ, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოში NDI-ს ოფისიდან აცნობეს, კვლევა 4-22 ივნისს ჩატარდა.
საქართველოს მასშტაბით, 6 299 მოქალაქე პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე გამოიკითხა.
NDI-ის კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) დაფინანსებით ჩაატარა.

















