ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გაგიკ კარსლიანმა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ
ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის სოფლებში შინაური ცხოველების პროფილაქტიკური ვაქცინაციების, ბრუცელოზზე სეროლოგიური კვლევებისა და ცხოველთა იდენტიფიკაცია - რეგისტრაციის ღონისძიებების დროულად და ეფექტურად ჩატარების შესახებ ისაუბრეს. გამგებლის წარმომადგენლები სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს სოფლებში აღნიშნული ღონისძიებების ორგანიზებაში გაუწევენ დახმარებას.

















