logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: მოხდება როგორც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ასევე "ახმეტელის თეატრის“ შესწავლა, რათა საფრთხე თავიდან ავიცილოთ
კახა კალაძე: მოხდება როგორც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ასევე "ახმეტელის თეატრის“ შესწავლა, რათა საფრთხე თავიდან ავიცილოთ
09:55 31.01.2018
თბილისის მერი კახა კალაძე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ იმყოფებოდა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მომდევნო დღეებში მეტროსადგურებში არსებული უსაფრთხოების ნორმების შესწავლა მოხდება.

რაც შეეხება კომპანია „ყვარელრემმშენს“, რომელმაც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა, კახა კალაძის განცხადებით, სამუშაოები არაჯეროვნად არის შესრულებული, მომხდარი ფაქტის დეტალებს კი, გამოძიება დაადგენს.

„მომდევნო დღეების განმავლობაში, როგორც ამ კონკრეტული მეტროსადგურის, ასევე, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ შესწავლა მოხდება, რათა ყველანაირი საფრთხე თავიდან ავიცილოთ. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მეტროსადგურების განახლება, რაც ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. აღნიშნულ პროცესში სამშენებლო უსაფრთხოების დაცვას ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა“ - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით, კონკრეტული პირების ბრალეულობის საკითხი გამოძიების დასრულების შემდეგ გამოიკვეთა.

„ყველა დამნაშავე აგებს პასუხს, დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. რაც შეეხება იმ კომპანიას, რომელმაც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ჩაატარა, ტენდერის დროს „შავ სიაში“ არ იმყოფებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტომატურად დაიბლოკებოდა და სისტემა ამის საშუალებას არ მისცემდა. კომპანია „შავ სიაში“ 2015 წელს იყო, თუმცა ერთწლიანი დისკვალიფიკაცია 2016 წელს დაუმთავრდა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი მამუკა კობახიძეც იმყოფებოდა, რომლის განცხადებითაც, მეტროსადგური „ვარკეთილი“ მუშაობას ხვალ, 06:00 საათიდან განაახლებს.

„ჩამოშლილი კონსტრუქცია მეტროსადგურიდან უკვე გატანილია. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. განათება აღდგენილია და ვფიქრობთ, რომ აღნიშნული მეტროსადგური დილით, 06:00 საათიდან დაიწყებს მუშაობას. ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და საპროექტო სამუშაოების დროს იყო დაშვებული შეცდომა, თუ სამშენებლო სამუშაოების დროს მშენებლის მიერ, ამას ექსპერტიზა დაადგენს“, - განაცხადა მამუკა კობახიძემ.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა