თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორის, მამუკა კობახიძის განცხადებით, დამოუკიდებელი
ექსპერტიზა განახორციელებს როგორც მეტროსადგურ „ვარკეთილის“, ასევე „ახმეტელის თეატრის“ დათვალიერებას.
ამის შესახებ კობახიძემ მეტრო „ვარკეთილში“ დღეს დილით მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.
„დამოუკიდებელი ექსპერტიზა განახორციელებს როგორც მეტრო „ახმეტელის“ ასევე „ვარკეთილის“ იმ უბნების დათავლიერებას, სადაც განხორციელდება სარემონტო სამუშაოები და შემდეგ გვექნება კომუნიკაცია შესაბამის სამსახურებთან.
სულ სხვადასხა სამუშაოები იქნა ჩატარებული მეტრო „ახმეტელსა“ და მეტრო „ვარკეთილში“.
ექსპერტიზის დასკვნები არსებობს შესრულებულ სამუშაოებზე. ამიტომ ახლა მესამე მხარის, დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა გაკეთდება კონკრეტულად ამ კომპანიის ბრალი იყო თუ რამე სხვის“- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ სარემონტო სამუშაოები იმავე კომპანიამ ჩაატარა, რომელმაც მეტრო „ვარკეთილში“.

















