ინფექციურ საავადმყოფოში ბოტულიზმის დიაგნოზით სამი პაციენტი მკურნალობს
14:30 29.01.2018
ბოტულიზმის დიაგოზით ინფექციურ საავადმყოფოში სამი პაციენტი მოხვდა. სამივე მათგანი
მამაკაცია. ისინი საავადმყოფოში მოხვედრამდე ერთ სუფრაზე იმყოფებოდნენ. მათგან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც საავადმყოფოში განმარტავენ, მათ ბოტულიზმისთვის დამახასიათებელი სრული ნიშნები აღენიშნებათ.