logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საპატრიარქო: სერბეთის საპატრიარქო ადასტურებს, რომ ანატოლი ბიბილოვი უწმინდეს ირინეოსს დასალოცად მიუყვანეს
საპატრიარქო: სერბეთის საპატრიარქო ადასტურებს, რომ ანატოლი ბიბილოვი უწმინდეს ირინეოსს დასალოცად მიუყვანეს
10:25 26.01.2018
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის სერბეთის პატრიარქთან შეხვედრასთან დაკავშირებით სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერი აცხადებს, რომ ფაქტი მიუღებელია როგორც პირადად მისთვის, ისე სერბეთის ხელისუფლებისთვის.

მისივე განმარტებით, სერბეთის საპატრიარქო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს იყო ძალიან მოკლევადიანი კერძო შეხვედრა პატრიარქთან; ანატოლი ბიბილოვი ბოსნია-ჰერცოგოვინადან მოემგზავრებოდა და იგი უწმინდეს ირინეოსს დასალოცად მიუყვანეს, როგორც რიგითი ქრისტიანი

აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც ილია მეორესა და მაია გოიკოვიჩს შორის შედგა, საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუსპრესი" უცვლელად გთავაზობთ:

" სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, ქალბატონი მაია გოიკოვიჩი თანმხლებ პირებთან ერთად, მათ შორის იყო სერბეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი რადუ ბულიატოვიჩი და საქართველოს ელჩი სერბეთში, ბატონი იოსებ ნანობაშვილი.

ქალბატონმა მაია გოიკოვიჩმა საუბარში მადლიერებით აღნიშნა, რომ საქართველო არ უჭერს მხარს კოსოვოსა და მეტოქიის აღიარებას და სერბეთიც, თავისმხრივ, ასევე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ბრძანა, რომ სერბეთსა და საქართველოს მსგავსი პრობლემები აქვთ და ასეთ ვითარებაში მეტად მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნების თანადგომა ერთმანეთისადმი.

კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა სერბეთის რესპუბლიკის დელეგაცია და სერბ ხალხს წარმატება უსურვა.

ქალბატონმა მაია გოიკოვიჩმა მადლობა გადაუხადა გულთბილი მიღებისთვის და ჩვენი ქვეყნების უფრო ინტენსიური თანამშრომლობის სურვილი და იმედი გამოთქვა.

რაც შეეხება ბატონი ანატოლი ბიბილოვის პატრიარქ ირინეოსთან შეხვედრის საკითხს, ამ თემაზე ქალბატონმა მაიამ ცალკე საუბარში განაცხადა, რომ იგი არ არის სათანადოდ ინფორმირებული, თუმცა თავისთავად ეს ფაქტი მიუღებელია როგორც პირადად მისთვის, ისე სერბეთის ხელისუფლებისთვის.

თავის მხრივ, სერბეთის საპატრიარქო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს იყო ძალიან მოკლევადიანი კერძო შეხვედრა პატრიარქთან; ანატოლი ბიბილოვი ბოსნია-ჰერცოგოვინადან მოემგზავრებოდა და იგი უწმინდეს ირინეოსს დასალოცად მიუყვანეს, როგორც რიგითი ქრისტიანი"-ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა