ჰიპერმარკეტ „კარფურში“ ნაყიდი ქათმის სენდვიჩით მოწამლულთა რიცხვს კიდევ ოთხი
ადამიანი შეემატა. ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ დაზარალებულებს ბაქტერია სალმონელა აღმოაჩნდათ.
„თბილისი მოლის ფილიალში ვიყიდე ქათმის სენდვიჩი და გავხდი ცუდად. ორშაბათს დამეწყო გაუსაძლისი ტკივილები, 40 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა მქონდა, იყო მუცლის ტკივილი და გულისრევა. სურსათის ეროვნული სააგენტოდან იყვნენ და მონაცემები ჩაინიშნეს, მოკვლევა დაიწყებულია და შედეგებს გაგაგებინებთო“-განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.

















