”ქართული ოცნების” დეპუტატი გიორგი ბეგაძე ბეგაძე კახა კალაძის მიერ წარმოდგენილ
სატრანსპორტო პოლიტიკას დადებითად აფასებს.
მისი განმარტებით, არსებულ პრობლემებს ასეთი თამამი და სწრაფი ნაბიჯები სჭირდება.
“დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის, საცობების და მოსახლეობის გადაადგილების უსაფრთხოების რისკების პრობლემების გადაჭრას, ასეთი თამამი და სწრაფი ნაბიჯების გადაგმა სჭირდება, სატრანსპორტო ინფრასტრქტურის მოწესრიგების კუთხით.
ჩვენი დედაქალაქი ბოლო დღეებში მოხვდა CNN და The Guardian რეიტინგის ათეულში, როგორც ქალაქი რომელიც უნდა ნახო და დაისვენო 2018 წელს. როგორც ჩვენს მოსახლეობას ისე ტურისტებსაც შესაბამისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა უნდა დახვდეს”-განაცხადა ბეგაძემ.

















