მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია თბილისის ურბანული პრობლემებისადმი მერის კახა
კალაძის მიდგომებს უმნიშვნელოვანესს უწოდებს. ოდიშარია დედაქალაქის მთავარი გამოწვევების გამკლავების იმედს გამოთქვამს.
„როგოც თბილისის მაჟორიტარს და ადამიანს, რომელსაც ყოველდღიურად მაქვს შეხება ურბანულ სირთულეებთან, მახარებს და საფუძვლიან ოპტიმიზმს მიჩენს კალაძისა და თბილისის მერიის ახალი ხელმძღვანელობის მიდგომები დედაქალაქის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევების მიმართ.
ახალმა გუნდმა ანალიზისა და მონიტორინგის საფუძველზე, ვფიქრობ, სწორი, ქმედითი სატრასპორტო პოლიტიკა შეარჩია. ყველა ეს რეგულაციები თუ შეზღუდვები, რის დანერგვასაც კახა კალაძის გუნდი აპირებს, ორიენტირებულია ქალქის სატრანსპორო ქსელის განმუხტვაზე და, შესაბამისად, გამონაკლისის გარეშე, ყველა თბილისელის უკეთეს და კომფორტულ მიმოსვლაზე დედაქალაქში“-განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ბექა ოდიშარიამ.
თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა, ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე მუშაობს.

















