logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოზარ სუბარი: ადამიანის უფლებების დაცვა არის ჩვენი და ზოგადად, ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს პრიორიტეტი
სოზარ სუბარი: ადამიანის უფლებების დაცვა არის ჩვენი და ზოგადად, ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს პრიორიტეტი
17:26 23.01.2018
დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ადამიანის უფლებების დაცვა მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია.

აღიშნულის შესახებ მინისტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ადამიანის უფლებების დაცვა არის ჩვენი და ზოგადად, ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს პრიორიტეტი. გავიხსენებ, 2012 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამ სიტყვებს და მის მოთხოვნას მინისტრთა კაბინეტის წევრებისადმი, რომ მთავრობის თითოეული წევრი უნდა იყოს ომბუდსმენი და ადამიანის უფლებათა დამცველი თავის მიმართულებაში.

საქართველოს ჰყავს სახალხო დამცველი, ქვეყანაში არის ძლიერი უფლებადაცვითი სისტემა და დამოუკიდებელი სასამართლო, თუმცა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის შიდა უწყებრივი ინსტიტუტები იყოს ეფექტური. პირველ რიგში, საუბარია იმ უწყებებზე, სადაც პოტენციურად ადამიანის უფლებების დარღვევის ყველაზე მეტი რისკია. მაგრამ ეს მაინც ცალკეული შემთხვევებია და ამას არა აქვს არც სისტემური და არც სისტემატური ხასიათი. თუმცა, იმისთვის, რომ მოხდეს შესაძლო დარღვევების პრევენცია ან მომხდარ შემთხვევებზე დროული და სწრაფი რეაგირება, ამ დეპარტამენტის შექმნა უაღრესად დროული გადაწყვეტილებაა. ეს დეპარტამენტი იქნება არა მხოლოდ პრევენციაზე მიმართული, არამედ პოლიტიკის შემუშავებაზეც იქნება პასუხისმგებელი. ამ მხრივაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია.

რაც შეეხება პოლიციისადმი ნდობას, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში სამართალდამცავი სისტემის და, მათ შორის, პოლიციის მიმართ ნდობა არ არსებობს. თუმცა, ცხადია, ყოველი ცალკეული შემთხვევა, რომელიც შეიძლება ამ სისტემაში მოხდეს, იქნება ეს ადამიანის უფლების დარღვევა თუ კანონის გადაცდომა, ჩრდილს აყენებს ამ ნდობას. ამიტომაც, ამ დეპარტამენტის შექმნა იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ამ ნდობის განმტკიცების გზაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ინსტიტუციურად სწორი ხედვა ჩამოყალიბდეს, გაგრძელდეს რეფორმები და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი კიდევ უფრო მეტად ამაღლდეს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა