logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო: პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ბაღებში კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისი პროდუქტი შედის
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო: პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ბაღებში კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისი პროდუქტი შედის
17:33 22.01.2018
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ სიუჟეტს ეხმაურება.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საბავშვო ბაღებში შეტანილი პროდუქტის ვარგისიანობას, სტანდარტული მონიტორინგის პარალელურად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე პირადად ამოწმებს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ სკრიპტუმში“ გასულ სიუჟეტს, სადაც ნაჩვენები იყო დაფასოებული ყველი და ეტიკეტი, რომელიც რეპორტაჟის ავტორის განმარტებით, ბაღსა და მიმწოდებელს შორის არსებული შეთანხმებით გათვალისწინებულ პარამეტრებს არ აკმაყოფილებს.

საბავშვო ბაღებში შეტანილი პროდუქტის ვარგისიანობას, სტანდარტული მონიტორინგის პარალელურად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე პირადად ამოწმებს. სააგენტოს ხელმძღვანელი დღეს, თბილისის N83, N85 და N24 ბაგა-ბაღებში იმყოფებოდა და აღნიშნული მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის ავთენტურობა ადგილზე გადაამოწმა.

კახაბერ გვანცელაძემ სამზარეულო და სასაწყობე განყოფილებები სამივე ბაღში დაათვალიერა. შესაბამისად, დადასტურდა, რომ ტელევიზიით ნაჩვენები და რეალური ეტიკეტები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისი პროდუქტი შედის. გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება საზოგადოებისთვის საკმაოდ სენსიტიურ საკითხს, მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, ნუ შეიყვანთ მოსახლეობას შეცდომაში და მსგავსი ინფორმაცია გავრცელებამდე, შესაბამის უწყებებთან გადაამოწმოთ.

ამასთანავე, მოვუწოდებთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს არასწორი და რეალობასთან შეუთავსებელი ინფორმაციის გავრცელების გამო, საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს”-ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა