logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნოდარ კერესელიძემ ბერლინში “მწვანე კვირეულის” ფარგლებში, შეხვედრები გამართა
ნოდარ კერესელიძემ ბერლინში “მწვანე კვირეულის” ფარგლებში, შეხვედრები გამართა
15:52 22.01.2018
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ, ქალაქ ბერლინში, სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2018-ის″ (Gruene Woche 2018) ფარგლებში აგრარული მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებთან ოფიციალური შეხვედრები გამართა.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის საპარლამენტო სახელმწიფო მდივანთან, პეტერ ბლეზერთან შეხვედრაზე, ნოდარ კერესელიძემ საქართველოში აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. პეტერ ბლეზერი საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მზადყოფნა გამოთქვა. აღსანიშნავია, რომ პეტერ ბლეზერმა 2017 წლის ზაფხულში, საქართველოში, ბიზნესდელეგაციასთან ერთად შეხვედრები გამართა, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გერმანულ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ბოლო დროს გავრცელებული საკარანტინო მავნებლის აზიური ფაროსანას შესახებ და აღნიშნა, რომ 2017 წელს ქართულ სასოფლო-სამეურნეო კულტურის ნაწილს ზიანი მიადგა, რამაც თხილის ექსპორტის შემცირება გამოიწვია. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ერთობლივი ღონისძიებების გატარების მნიშვნელობას და შეთანხმდნენ ფიტოსანიტარიის კუთხით თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობაზე.

„მსგავსი გამოწვევების დროს, საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა, რათა დროულად იქნას პრობლემა იდენტიფიცირებული და ერთობლივი ღონისძიებები დაიგეგმოს საკითხის მოსაგვარებლად. გერმანული მხარე მზადაა ითანამშრომლოს ქართველ კოლეგებთან რისკების შემცირებისა და ფიტოსანიტარიული დაავადებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით“, - განაცხადა პეტერ ბლეზერმა.

ნოდარ კერესელიძემ მადლობა გადაუხადა პეტერ ბლეზერს გერმანული კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევისთვის, რომელიც საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით აგრარულ სექტორში გარკვეულ რეკომენდაციებს გულისხმობდა.

ვიზიტის ფარგლებში, ნოდარ კერესელიძემ შეხვედრები გამართა ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, იანის დუკლავსთან, ბელორუსიის რესპუბლიკის სურსათისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან იგორ ბრილოსთან და ბუნდესტაგის დეპუტატთან, სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან, კარენ შტრელცთან.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა