დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა სოფელი წავკისის მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 17 საათამდე - დიდუბის დასახლების და თორნიკე ერისთავის ქუჩის მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 18 საათამდე კი ლილოს დასახლების და იუმაშევის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 15 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას მოსკოვის გამზირის, ხოლო 10 საათიდან 18 საათამდე აღმაშენებლის გამზირის, პასტერის, უზნაძის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მაცხოვრებლები.

















