logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბათუმში მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის გამართვასთან დაკავშირებით ფიდეს დელეგაცია იმყოფება
ბათუმში მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის გამართვასთან დაკავშირებით ფიდეს დელეგაცია იმყოფება
15:00 18.01.2018
მიმდინარე წლის შემოდგომაზე საქართველო მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას ბათუმში უმასპინძლებს. ოლიმპიადის გამართვასთან დაკავშირებით და ინსპექტირების მიზნით დღეს ბათუმში ფიდეს ოფიციალური დელეგაცია იმყოფება სტუმრად. დელეგაციას ფიდეს პირველი ვიცე-პრეზიდენტი გეორგიუს მაკროპულოსი ხელმძღვანელობს.

სამუშაო ვიზიტით მყოფ სტუმრებს ბათუმში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ უმასპინძლეს. დელეგციის წევრებმა დაათვალიერეს სპორტის სასახლის მიმდინარე მშენებლობა, სადაც საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარება იგეგმება.

დღესვე, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ფიდეს დელეგაციის ოფიციალურ წევრებთან ერთად 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორი და ამავდროულად, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა დაგეგმილი ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

„ძალიან სასიამოვნო შეხვედრა გვქონდა. ბათუმი ძალიან მომწონს. აქ რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. ბოლოს 4 წლის წინ ვიყავი. ქალაქში მიმდინარე განვითარებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მჯერა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც აქ ჩამოვლენ, ძალიან მოეწონებათ ბათუმი. ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა აჭარის მთავრობაში. მოსამზადებელი სამუშაოები სწორი განრიგით მიმდინარეობს. ერთადერთი რაზეც ვამახვილებთ ყურადღებას, ეს არის დამატებითი შენობის მშენებლობის საკითხი. თუმცა შეხვედრაზე განხილვის დროს მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა აღნიშნეს, რომ ყველაფერი თავის დროზე მოესწრება. ჩვენ მარტში ისევ ჩამოვალთ, რათა მოსამზადებელ სამუშაოებს გავეცნოთ” - აღნიშნა სამუშაო შეხვედრის შემდეგ ფიდეს პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა.

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ გიორგაძის თქმით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ყველა ლოჯისტიკურ-ტექნიკური და საორგანიზაციო დეტალი, ასევე დამატებითი დარბაზის მშენებლობის საკითხი.

„ბათუმში შედგა პირველი შეხვედრა ფიდეს ვიცე-პრეზიდენტთან გიორგიუს მაკროპულოსთან და მისი დელეგაციის წევრებთან. ჩვენ დავათვალიერეთ ის დარბაზები, სადაც საჭადრაკო ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს. დავათვალიერეთ ის ადგილი სადაც ახალი დამატებითი დარბაზი უნდა აშენდეს. დავსახეთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა. შევთანხმდით იმაზე, რომ შემდეგი ინსპექტირების ვიზიტი მოხდება უკვე მარტში“ - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.


ქვეყნისა და რეგიონის ცნობადობის ამაღლების კუთხით უმნიშვნელოვანეს ღონისძიებად მიიჩნევს მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ბათუმში ჩატარებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, სპორტის სასახლის მშენებლობა დამამთავრებელ ეტაპზეა, მიმდინარეობს მე-3 დარბაზის მშენებლობა და გარე პერიმეტრის მოწესრიგება.
„ცენტრალური და რეგიონული მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება ყოველდღიურ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას ოლიმპიადის ღირსეული მასპინძლობისთვის“ - აცხადებს ზურაბ პატარაძე.

მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 180-ზე მეტი ქვეყნის 4 000-მდე მოჭადრაკე და ოფიციალური პირი. ოლიმპიადის გახსნის ცერემონია შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა