logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ამოცანების, მიზნებისა და განწყობის განსაზღვრის მიზნით, შიდა კვლევებს ვეყრდნობით
ირაკლი კობახიძე: ამოცანების, მიზნებისა და განწყობის განსაზღვრის მიზნით, შიდა კვლევებს ვეყრდნობით
14:47 18.01.2018

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გუნდს აქვს საკუთარი შიდა კვლევები და ეს

კვლევები ყოველთვის იძლევა იმის საშუალებას, რომ სწორი პროგნოზები გაკეთდეს, როგორც არჩევნების კუთხით, ასევე სხვა მიმართულებით.  ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ NDI-ს კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

 

 

მისი თქმით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში შიდა კვლევა არ ჩატარებულა და შესაბამისად, NDI-ს კვლევის მონაცემებთან შედარება შეუძლებელია.

 

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ თავს ვიკავებთ ხოლმე NDI-ის მიერ მოწოდებული კვლევების კომენტირებისაგან. ჩვენ გვაქვს საკუთარი შიდა კვლევები და ეს კვლევები გვაძლევს  ყოველთვის იმის საშუალებას, რომ გავაკეთოთ სწორი პროგნოზები როგორც არჩევნების კუთხით, ასევე სხვა მიმართულებით. დროის ამ მონაკვეთში ჩვენ შიდა კვლევა არ ჩაგვიტარებია, აქედან გამომდინარე შეუძლებელია რაიმე შედარების გაკეთება. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ ვეყრდნობით ყოველთვის ჩვენ შიდა კვლევებს პროგნოზებისათვის“,- განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა  პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული კვლევის შედეგებსაც და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კითხვის ფორმულირება.

 

„ჩვენთვის ეს არის საინტერესო საკითხები, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, კითხვის ფორმულირება. ძალიან საინტერესოდ იყო დასმული კითხვა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. კითხვა იყო დასმული იმის თაობაზე, იცოდა ხალხმა თუ არა, რომ 26 სექტემბერს უყარა კენჭი პარლამენტმა ამ კანონპროექტს. ასე კითხვები ბუნებრივია, არ ისმება ხოლმე სოციოლოგიურ კვლევებში, თუ გინდა სწორი პასუხის მიღება. დანარჩენი, რა თქმა უნდა, არის მრავალი საინტერესო საკითხი გამოკვლეული NDI-ს მიერ. ჩვენც ვინტერესდებით ამ საკითხებით და ჩვენი შიდა კვლევების საფუძველზე ვიქმნით წარმოდგენას იმის თაობაზე, თუ როგორია საზოგადოების განწყობა“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ამოცანების, მიზნებისა და საზოგადოების განწყობის განსაზღვრის მიზნით, შიდა კვლევებს ეყრდნობა.

 

„ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს არც ნდობასთან და არც უნდობლობასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მთავარია, რომ შიდა კვლევების საფუძველზე განვსაზღვროთ ჩვენი ამოცანები, მიზნები, განვსაზღვროთ ის, თუ როგორია საზოგადოების განწყობა სხვადასხვა მიმართულებით. აქედან გამომდინარე, აქცენტს ვაკეთებთ საკუთარ კვლევებზე. თავის დროზე, საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენი შედეგები იყო აცდენილი CRRC-ს მოწოდებულ შედეგებს. არჩევნებზე იყო მაშინ აქცენტი გაკეთებული და რეალურად, ჩვენი შიდა კვლევები დაემთხვა ჩვენს შედეგებს და აცდენა იყო CRRC-ს  შედეგებსა და არჩევნებს შორის. შესაბამისად,  გვირჩევნია, რომ საკუთარ შიდა კვლევებს დავეყრდნოთ, როდესაც ვაკეთებთ პროგნოზებს ამა თუ იმ მიმართულებით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა