logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ბავშვებისთვის საგარეო უწყებამ საახალწლო ღონისძიებას უმასპინძლა
საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ბავშვებისთვის საგარეო უწყებამ საახალწლო ღონისძიებას უმასპინძლა
21:02 17.01.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით თბილისს, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები ეწვივნენ. მათთვის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტიდან ჩამოსულ ბავშვებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ უმასპინძლეს.

„ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ნიუ იორკში გენერალურ საკონსულოსთან ერთად, ბოლო წლების განმავლობაში ტრადიციულად ახორციელებს ამ ღონისძიებას. ნიუ იორკის ქართული დიასპორა მაქსიმალურად ცდილობს გამოხატოს თანადგომა და მხარდაჭერა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ბავშვებისა და ოჯახებისადმი. ისინი ძალიან რთულ პირობებში იზრდებიან და მნიშვნელოვანია მათთვის ახალი შესაძლებლობების გამოძებნა და ზრუნვა. დიდ მადლობას ვუხდით ქართლ დიასპორას ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის. ჩვენი სურვილია, რომ გავუხალისოთ ბავშვებს ახალი წელი და საჩუქრებთან ერთად დავგეგმეთ მათი ვიზიტი თბილისის საბავშვო სახალისო მეცნიერებათა მუზეუმში- ექსპერიმენტორიუმში. ვიმედოვნებთ, რომ ეს მათთვის საინტერესო იქნება. ჩვენი სურვილია, რომ მათ ქონდეთ ნაკლები ტკივილი, მეტი შესაძლებლობები, მხარდაჭერა და სოლიდარობა. ჩვენ მოხარული ვართ, რომ მსგავსი პროექტებით ხელს ვუწყობთ დიასპორისა და საქართველოში მყოფი ოჯახების დაკავშირებას“ -განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საახალწლო ღონისძიების ფარგლებში, ბავშვები ასევე ესტუმრნენ სახალისო მეცნიერებათა მუზეუმს „ექსპერიმენტორიუმ“-ს, სადაც დაათვალიერეს ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის 80-მდე ექსპონატი და მონაწილეობა მიიღეს სპეციალურად მათთვის გამართულ აზოტის შოუში.

ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ჩართულობით განხორციელდა.

ღონისძიების ფარგლებში ბავშვებს ასევე გადაეცათ ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლების მიერ სპეციალურად მათთვის შეგროვებული საჩუქრები.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვებისთვის სხვადასხვა აქტივობების გამართვა უკვე ტრადიციულ ხასიათს ატარებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა