logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„მოვუსმინოთ მოსწავლეებს“ შეხვედრების ციკლის ფარგლებში მიხეილ ჩხენკელი 47-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებს შეხვდა
„მოვუსმინოთ მოსწავლეებს“ შეხვედრების ციკლის ფარგლებში მიხეილ ჩხენკელი 47-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებს შეხვდა
17:22 17.01.2018
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის მიერ ინიცირებული შეხვედრების ციკლი „მოვუსმინოთ მოსწავლეებს“ გრძელდება. ამჯერად, მინისტრი თბილისის 47-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა, რომელსაც მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და პარლამენტის ადამიანების უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე სოფიო კილაძეც ესწრებოდნენ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სადაც მოსწავლეებმა მათი თვალით დანახულ სხვადასხვა პრობლემაზე და მისი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მათი ხედვა თუ როგორ უნდა გადაიჭრას ძალადობის პრობლემა მოზარდებში, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საზოგადოება უფრო სოლიდარული გახდეს. რა შეუძლია გააკეთოს მოზარდმა თანატოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, როგორ უნდა იქცეოდნენ მშობლები ოჯახში უსაფრთხო და მშვიდი გარემოს შესაქმნელად, რა სჭირდებათ მოსწავლეებს მშობლებისაგან, მასწავლებლებისაგან და საზოგადოებისაგან იმისათვის, რომ თავს უსაფრთხოდ, დაცულად გრძნობდნენ და საკუთარი იდეების რეალიზება შეძლონ, გაუჩნდეთ უფრო მაღალი ნდობა უფროსების მიმართ. ამასთან, როგორ ხედავენ განათლების სისტემის განვითარებას, რომ თითოეულმა მოსწავლემ შეძლოს დაიცვას როგორც საკუთარი, ისე თანატოლების უფლებები.

მოსწავლეების შეფასებით, შეხვედრა მათთვის ძალიან საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული იყო და დაისახა შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების გზებიც.

როგორც ცნობილია, შეხვედრების პარალელურად, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სამინისტროს მხრიდან მთელი რიგი საინფორმაციო და საგანმანათლებლო აქტივობები განხორციელდება, რათა სკოლა უფრო მეტად სწავლაზე ორიენტირებული, უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გახდეს.
მინისტრის ინიციატივით, შემუშავდება სხვადასხვა პროგრამები, რომელშიც ჩართულები იქნებიან თავად მოზარდები, ბავშვები, ვის მიმართაც ზემოაღნიშნული აქტივობებია მიმართული. დღევანდელ შეხვედრაზე კომიტეტის თავჯდომარემ სოფიო მოსწავლეები პარლამენტში ბავშვის უფლებათა დაცვის კოდექსის განხილვაზეც მიიწვია.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა