logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მერიაში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
მერიაში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
18:03 16.01.2018
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და მერის მოადგილე მაია ბითაძე სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე დედაქალაქში მოძრაობის განტვირთვის მიზნით სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილების შეზღუდვის საკითხზე იმსჯელეს. მაია ბითაძემ იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომლებიც თბილისის მერიამ ქალაქში ტრანსპორტის სისტემის მოწესრიგებისა და საცობების შემცირების მიზნით უნდა განახორციელოს. მისი თქმით, მერია მზადაა, აქტიურად იმუშაოს სადისტრიბუციო კომპანიებთან იმისთვის, რომ ახალმა გრაფიკმა მინიმალურად შეაფერხოს ბიზნესი და უფრო მეტად შუწყოს ხელი ქალაქში არსებული მოძრაობის განტვირთვას.

„სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან მორიგი ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრა გაიმართა. შევჯერდით ძირითად მიმართულებებზე, რომ სადისტრიბუციო კომპანიები მოემზადონ იმ ახალი რეგულაციებისათვის, რომელიც სადისტრიბუციო მანქანების ღამის საათებში მოძრაობას შეეხება. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ კომპანიებთან აქტიურ მუშაობას, რათა სადისტრიბუციო მანქანების ღამის განმავლობაში მოძრაობის გრაფიკმა მინიმალურად შეაფერხოს ბიზნესი და მინიმალური პრობლემები წარმოშვას, ზოგადად, ქალაქში მოძრაობასთან დაკავშირებით“ - განაცხადა მაია ბითაძემ.

შეხვედრაზე კომპანიების წარმომადგენლებმა იმ რისკებზე ისაუბრეს, რომელიც ახალი გრაფიკის დაწესებით, შესაძლოა, მათ კომპანიებს შეექმნას. კომპანიებმა მერიასთან მჭიდრო კომუნიკაციით ამ რისკების შემცირებისა და ახალი რეგულაციებისთვის სათანადოდ მომზადების სურვილი გამოთქვეს.
შეხვედრის ბოლოს, მხარეები კონკრეტული მოსაზრებების შეჯერებისთვის შეხვედრების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

თბილისის მერის ინიციტივით დედაქალაქის მთავრობა საცობების შემცირების მიზნით კომპლექსური ღონისძიებების შემუშავებას იწყებს. ღონისძიებები ეხება სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილებასთან დაკავშირებით კონკრეტული საათების დადგენას, ასევე, ნარჩენების გატანისა და სამარშრუტო ტაქსების სწორი მოძრაობის რეგულირებას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა