თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს წყალმომარაგება შეუწყდება.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, მობინადრეთა კერძო სექტორში მიმდინარე გამრიცხველიანების გამო, წყალი მთაწმინდა-კრწანისის რაიონში ღოღობერიძის ქუჩას, ისანი-სამგორის რაიონში ჩოლოყაშვილის ქუჩას, ხოლო დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში არსენალის ქუჩას შეუწყდება.
აღნიშნულ აბონენტებს წყლის მიწოდება 20:00 საათიდან აღუდგება.

















