logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზები და დავით გარეჯი  ევროპა ნოსტრას საფრთხეში მყოფი ძეგლების ფინალურ ნუსხაშია
ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზები და დავით გარეჯი ევროპა ნოსტრას საფრთხეში მყოფი ძეგლების ფინალურ ნუსხაშია
14:50 16.01.2018
ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზები და დავით გარეჯი ევროპა ნოსტრას "განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის" 12 ფინალისტს შორის მოხვდა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ფინალურ ნუსხაში შეტანით, საერთაშორისო საზოგადოებამ ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზების ქსელის გამორჩეული ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა აღიარა, რაც უპრეცენდენტო მოვლენაა საქართველოს ინდუსტრიულ ძეგლებთან მიმართებაში. რაც შეეხება დავით გარეჯს, როგორც უმნიშვნელოვანესი ეროვნული ძეგლი, 2017 წლიდან, იგი UNEშჩO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ეროვნულ წინასწარულ ნუსხაში ირიცხება.
"განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამა" მიზნად ისახავს მოახდინოს ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე ძალთა მობილიზაცია, განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლებზე სარეაბილიტაციო ქმედებების დასაჩქარებლად.
ევროპა ნოსტრა უზრუნველყოფს შერჩეული 7 ძეგლისთვის, ადგილზე, ვიზიტის საფუძველზე, დეტალური საექსპერტო რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ნომინაცია, ასევე იძლევა უნიკალურ საშუალებას ევროპისა და საერთაშორისო მასშტაბით ფონდების მოძიებისათვის, როგორც კერძო, ასევე, საჯარო დაფინანსების წყაროების გამოყენებით.
12 ძეგლის წინასწარი ნუსხა ევროპა ნოსტრას ექსპერტთა ჯგუფის მიერ შედგა; ევროპაში განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის საბოლოო სია, მიმდინარე წლის მარტში გამოვლინდება.
ევროპა ნოსტრას ექსპერტთა ჯგუფმა, 12 ძეგლის წინასწარი ნუსხა, ამ ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების გამორჩეული კულტურული ღირებულებისა და მათ წინაშე მდგარი საფრთხის საფუძველზე შეადგინა. მნიშვნელოვან კრიტერიუმად იყო მიჩნეული მათ გადარჩენაში ადგილობრივი თემების, საჯარო და კერძო დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, ასევე, აღნიშნული ძეგლების პოტენციალი - იქცნენ მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კატალიზატორად.
ქართულ ძეგლებთან ერთად, 12 ფინალისტს შორის მოხვდა გამორჩეული ძეგლები ავსტრიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ინგლისიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან და ალბანეთიდან.
"განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამა" დაფუძნდა 2013 წლის იანვარში, ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციების ფედერაციის - ევროპა ნოსტრას მიერ, დამფუძნებელ პარტნიორთან - ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტთან და ასოცირებულ პარტნიორთან - ევროპის განვითარების ბანკთან ერთად.
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, ისტორიული და კულტურული მნიშვნელობიდან და მის წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების მასშტაბურობიდან გამომდინარე, შემდგომი შესწავლის, კონსერვაციისა და ეროვნული და საერთაშორისო პარტნიორების მოზიდვის მიზნით, 2017 წელს, ევროპა ნოსტრას პროგრამაში "განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლი", ევროპა ნოსტრას საქართველოს წარმომადგენელმა - ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა წარადგინა; ამავე პროგრამაში, ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზების ქსელი კი კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ იქნა წარდგენილი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, სამხარეო ადმინისტრაციების, სახელმწიფო უწყებების, საქართველოს პარლამენტის, საპატრიარქოს, ასევე, "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლები- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

















FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა