logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლორა თორნტონი: ჟურნალისტიკისა და ახალი ამბების წყაროების მიმართ უნდობლობა გლობალური და შემაშფოთებელი ტრენდია
ლორა თორნტონი: ჟურნალისტიკისა და ახალი ამბების წყაროების მიმართ უნდობლობა გლობალური და შემაშფოთებელი ტრენდია
11:34 16.01.2018
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 66 პროცენტმა განაცხადა, რომ ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. ამავე მონაცემებით, ახალგაზრდა ამომრჩევლების მხოლოდ 51 პროცენტი წავიდა ხმის მისაცემად. მოსახლოების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არჩევნები იყო “უსაფრთხო” (93 პროცენტი), “მოწესრიგებული” (93 პროცენტი) და გარემო არ ყოფილა “შემავიწროვებელი/შემაშინებელი” (92 პროცენტი). უმრავლესობა ფიქრობს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ “საშუალოდ” (40 პროცენტი) ან “კარგად” (42 პროცენტი) ჩაატარა არჩევნები. თუმცა, მოსახლეობის მესამედი (30 პროცენტი) არ არის დარწმუნებული, რომ ხმების დათვლის პროცესი სწორად წარიმართა. მოქალაქეების ასევე მესამედს მიაჩნია, რომ კანდიდატების მედია გაშუქება არათანაბარი იყო, ბიუჯეტიდან არჩევნებზე უსამართლოდ დაიხარჯა თანხა და საჯარო მოხელეები კამპანიებში მონაწილეობდნენ. აღნიშნული მაჩვენებლები კიდევ უფრო მაღალია თბილისში.

“მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა არჩევნების პროცესს, მთლიანობაში, დადებითად აფასებს, საყურადღებოა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ხმების დათვლის პროცესს არ ენდობიან. კვლევის ეს მიგნება თანხვედრაშია არჩევნების სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებთანაც. ხმების დათვლის პროცესისადმი ნდობის ამაღლების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ და გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა ამ პროცესის გაუმჯობესების შესაძლებლობები უნდა განიხილონ,” - განაცხადა ლორა თორნტონმა.

ნდობის ნაკლებობის პრობლემა დემოკრატიის სხვა ასპექტებზეც ვრცელდება. მოსახლეობის 60 პროცენტი ფიქრობს, რომ ქართული ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ. 51 პროცენტი ამავე პრობლემას ხედავს ონლაინ მედიაში, 43 პროცენტი კი - ჟურნალ- გაზეთებში.

“ჟურნალისტიკისა და ახალი ამბების წყაროების მიმართ უნდობლობა გლობალური და შემაშფოთებელი ტრენდია. აუცილებელია, ხელი შევუწყოთ ჟურნალიტიკის რეპუტაციისა და სტანდარტების გაუმჯობესებას, დეზინფორმაციის წინააღმდეგ მონიტორინგის სისტემების დანერგვასა და საქართველოს მოსახლეობისთვის სანდო მედია სივრცის შექმნას”- განაცხადა თორნტონმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა