დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში არსებულ ხარვეზებზე მერია
დოკუმენტს დღეს გაასაჯაროვებს.
აღნიშნულ საკითხზე თბილისის მერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა და მომუშავე კომპანიას დოკუმენტის სრულყოფისთვის გონივრული ვადა მისცა. ”სითი ინსტიტუტმა” 45 დღე ითხოვა.
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენგეგმა 6 ეტაპისგან შედგება. მერიას მიღებული აქვს 5 ეტაპის დოკუმენტაცია, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვან, მე-6 ეტაპზე დოკუმენტში ხარვეზი სამჯერ დაფიქსირდა, რის გამოც, გენგეგმაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტ საქართველო“ 140 ათასი ლარით არის დაჯარიმებული.

















