საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან 11 ივლისამდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
როგორც „ნიუსპრესს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი დაფიქსირდება.
ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვასაც პროგნოზირებენ. იქროლებს დასავლეთის ქარი.
11 ივლისიდან ნალექის ინტენსივობა შემცირდება და ტემპერატურა მოიმატებს.

















