logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ანსამბლი „თბილისი“ კახა კალაძეს მიმართავს
ანსამბლი „თბილისი“ კახა კალაძეს მიმართავს
16:24 12.01.2018
ანსამბლი „თბილისი“ სადღესასწაულო ღონისძებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით თბილისის მერს კახა კალაძეს მიმართავს.

მიმართვის ტექსტს „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:

“ბ-ნო კახი, გილოცავთ შობა - ახალ წელს! გისურვებთ წარმატებულ საქმიანობას თბილისის მერის პოსტზე მოქალაქეთა და დედაქალაქის საკეთილდღეოდ !

მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ამდენი წლის შემდეგ, ჩვენიანებად და სხვისიანებად დაყოფილმა მუსიკალურმა საზოგადოებამ, მუსიკოსთა და ხელოვანთა უმრავლესობამ, დედაქალაქს და მის სტუმრებს სხვადასხვა სცენიდან, სიმღერით მიულოცა ახალი წელი. სამწუხაროდ, მათ შორის ისევ არ იყო ანსამბლი „თბილისი“.

2004 წლიდან დღემდე, ყოველ კითხვასა თუ შეთავაზებაზე, დედაქალაქის სადღესასწაულო ღონისძებებში მონაწილეობის თაობაზე, იქნებოდა ეს თბილისობა, 26 მაისი, შობა თუ ახალი წელი, ანსამბლს გაეცემოდა ერთი და იგივე პასუხი: - „ნოემბერში ადრეა, ხოლო დეკებერში დაგვიანებული“. ანსამბლი „თბილისი“ დედაქალაქის სახელს უკვე 37-ე წელია ატარებს. ამ ხნის განმავლობაში მოასწრო 6000 მდე სოლო კონცერტის გამართვა, გალა და შერეულ კონცერტებს კი ვინ მოთვლის, ჩაწერა 20-მდე ალბომი, უმღერა ინგლისის დედოფალს და იაპონიის სამეფო ტახტს, მიიღო მასშტაბურ პროექტებში მონაწილეობა შვედეთში ჯგუფ „აბბასთან“ და ბენი ანდერსონთან, ხოლო უკრაინაში ნინო ქათამაძესთან ერთად.

მაყურებელმა და მსმენელმა ანსამბლის შემადგენლობაში გაიცნო და შეიყვარა ქართული სიმღერის უბადლო შემსრულებლები გოგი დოლიძე და ნუგზარ აფხაიძე. „თბილისი“ იყო პირველი ფოლკლორული კოლექტივი, რომელსაც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისას, 90-იან წლებში ერგო პატივი ჩაეწერა საქართველოს ეროვნული ჰიმნი. დედაქალაქის სახელის მატარებელ ანსამბლს, ბოლო 14 წელია, უფრო ხშირად აქვს სცენაზე გამოსვლის საშუალება როგორც საქართველოს, ისე ევროპის სხვადასხვა ქალაქებში, ვიდრე თავად თბილისში.

ანსამბლი „თბილისი“ ყოველთვის იდგება ხალხის გვერდით, ისევე როგორც იდგა 2007 და 2012 წლებში, მიუხედავად აშკარა საფრთხისა და დაუფარავი მუქარისა.

ბატონო კახი, კიდევ ერთხელ, მადლობას გიხდით იმისათვის, რომ მუსიკოსთა უდიდეს ნაწილს მიეცით საშუალება ახალ წელს სადღესასწაულო სცენაზე გამოსვლისა და კიდევ მრავალჯერ მოიწვევთ დედაქალაქის მცხოვრებთა და სტუმართა გასახარებლად. გამოვთქვამთ იმედს, რომ 2018 წელსაც, ეს მცირე უყურადღებობა ანსამბლ „თბილისის“ მიმართ გამოწვეული იყო საახალწლო აურზაურით და მრავალი საზრუნავით, რომელიც თქვენ და თქვენმა გუნდმა 2017 წლიდან იტვირთეთ. ასევე გამოვთქვამთ იმედს, რომ დედაქალაქის მერია, თანაბარ ყურადღებას მიაქცევს ყველა შემოქმედებით ინდივიდუმს და კოლექტივს, მათ შორის ანსამბლ „თბილისს“. ჩვენ მხოლოდ სიმღერის სიყვარულით და იმ ღირებულებების გამო ვართ ერთად, რომელიც აერთიანებს სრულიად საქართველოს და მის მოსახლეობას. გვაქვს იმედი, რომ დედაქალაქის მერია კულტურის სამინისტროს მსგავსად არ დაივიწყებს საკუთარ მოვალეობას და ვალდებულებებს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამონაკლისებიც არსებობენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სახით, რისთვისაც მადლიერებას გამოვხატავთ მათ მიმართ, ზრუნვისა და ღვაწლისთვის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენ, თქვენს ოჯახს და გუნდს ახალ წელს და გისურვებთ დიდ წარმატებებს”-ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა