logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებზე სამეცნიერო წრეებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებზე სამეცნიერო წრეებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა
12:44 11.01.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამეცნიერო წრეებთან გამართულ მორიგი შეხვედრაზე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო ხედვასა და მეთოდებზე იმსჯელეს. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ხელმძღვანელობდა.

„ჩვენი მიზანია, კომპლექსური მიდგომით და ყველა დაინტერესებულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობით ვმართოთ მავნებლის პოპულაცია, მინიმუმამდე შევამციროთ მოსავლის დანაკარგები და ეკონომიკური ზარალი“, - განაცხადა იური ნოზაძემ.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, შეხვედრის მონაწილეებს მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო ხედვის ძირითადი პრინციპები სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა წარუდგინა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ აზიური ფაროსანას გავრცელების რეგულირება შესაძლებელია სახელმწიფოსა და მოსახლეობის ერთობლივი ძალისხმევით. მავნელთან ბრძოლის პროცესში ჩართული იქნება სხვადასხვა სტრუქტურა, ხოლო ფერმერების ინფორმირებულობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, სამინისტრო აქტიურ საინფორმაციო-საკონსულტაციო საქმიანობას განახორციელებს. 2018 წლის სტრატეგიულ ხედვაში, რომელიც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ქართველი და უცხოელი სამეცნიერო წრეების და ბიზნესსექტორის ჩართულობით მომზადდა, გათვალისწინებულია მავნებელთან ბრძოლისთვის გადაუდებელი ღონისძიებები: ქიმიური მეთოდების გამოყენება და, პარალელურად, ბიოლოგიურ მეთოდებზე მუშაობა; ლაბორატორიული კვლევების დაწყება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ღონისძიებების გატარების პროცესში მნიშვნელოვანია გარემოზე ზემოქმედების საკითხების გათვალისწინება, რაზეც სამინისტრო სამეცნიერო წრეებთან აქტიურად ითანამშრომლებს.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამეცნიერო- კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გურამ ალექსიძე, საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა