logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზურაბ პატარაძე ბათუმის საბაგიროს მემილიონე სტუმარს კურორტ გოდერძიზე შეხვდა
ზურაბ პატარაძე ბათუმის საბაგიროს მემილიონე სტუმარს კურორტ გოდერძიზე შეხვდა
17:27 10.01.2018
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე კურორტ გოდერძის ეწვია და ზამთრის სეზონის მიმდინარეობას გაეცნო. ზურაბ პატარაძემ ტურისტული სეზონის დატვირთულობის და მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ კურორტ გოდერძის ხელმძღვანელისგან - ზურაბ ჭურკვეიძისაგან მოისმინა. როგორც აღინიშნა, წლევანდელ სეზონზე დაინტერესება ძალიან მაღალია და კურორტზე არსებული სასტუმროს და კოტეჯების განთავსების ადგილები სრულადაა დატვირთული. როგორც აჭარის მთავრობის პრესსამსახურში განმარტავენ, გოდერძის სტუმრობენ როგორც უცხოელი, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ტურისტები, რომლებიც განსაკუთრებულ კმაყოფილებას კურორტზე არსებული სასრიალო ტრასებით და თოვლის ხარისხით გამოხატავენ.

ზურაბ პატარაძე შეხვდა კურორტ გოდერძზე მყოფ ტურისტებს, მათ შორის უკრაინელ ალექსი ტუჩაკს, რომელიც როგორც ბათუმის საბაგიროს მემილიონე სტუმარი ზაფხულში დაჯილდოვდა კურორტ გოდერძის ხუთდღიანი საგზურით. ალექსი ტუკაჩმა რეგიონის ხელმძღვანელს კურორტის შესახებ თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა. იგი ზაფხულში მეგობართან ერთად პირველად მოგზაურობდა საქართველოში და ბათუმის საბაგიროზე ყოფნისას იღბლიანი ვიზიტორი აღმოჩნდა.

უწყების ინფორმაციითვე, კურორტ გოდერძს განსაკუთრებულ პოპულარიზაციას უწევენ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი პირები. კურორტზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.

ზურაბ პატარაძემ კურორტზე დაათვალიერა წლევანდელ სეზონზე გახსნილი საბავშვო-სათხილამურო ხალიჩა, შეხვდა კურორტზე დასაქმებულ ადგილობრივებს, მთის კურორტების სააგენტოს თანამშრომლებს, ასევე სამაშველოს და სკი-პატრულის სამსახურების წარმომადგენლებს. როგორც რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, უნიკალური პოტენციალით გამორჩეული კურორტი გოდერძი სულ მალე იქნება ყველაზე მიმზიდველი ადგილი როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. მისი თქმით, ეს იქნება ადგილი, რომელიც სამთო-სათხილამურო ტურიზმის მოყვარულებს მოიზიდავს აჭარაში, რაც ხელს შეუწყობს ზამთრის ტურიზმის განვითარებას როგორც კურორტ გოდერძის მიმდებარე სოფლებში, ისე ქალაქ ბათუმში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა