logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა მკაცრდება
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა მკაცრდება
16:55 08.01.2018

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილებები,

რომლის მიხედვითაც 2018 წლის 11 იანვრიდან მკაცრდება პასუხისმგებლობა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის. კერძოდ, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შემოტანის, შენახვის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესების დამრღვევი პირი დაჯარიმდება 200 ლარით, ხოლო 1 წლის განმავლობაში აღნიშნული ქმედების განმეორების შემთხვევაში - 400 ლარით. არარეგისტრირებული, ვადაგასული, უხარისხო პესტიციდის ან აგროქიმიკატის ბაზარზე განთავსებისთვის 200 000 ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე პირი დაჯარიმდება 2 000 ლარით, ხოლო 200 000 ლარის ან მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირი - 4 000 ლარით. 1 წლის განმავლობაში აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისას ჯარიმა ორმაგდება. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირი (გარდა ინდმეწარმისა და საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა) დაჯარიმდება 50 ლარით, ხოლო იურიდიული პირი, ინდმეწარმე, საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი - 200 ლარით. წლის განმავლობაში იგივე ქმედების განმეორებისას ჯარიმის ოდენობა ორმაგდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენებასა და მიმოქცევასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული მითითებებისა და რეკომენდაციების შეუსრულებლობისას ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა) დაჯარიმდება 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი - 400 ლარით. არარეგისტრირებული, ვადაგასული, უხარისხო პესტიციდის ან აგროქიმიკატის ბაზარზე განთავსების აღკვეთასა და ამოღებასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტოს მითითების შეუსრულებლობის გამო 200 000 ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე პირი დაჯარიმდება 1000 ლარით, ხოლო 200 000 ლარის ან მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირი - 2 000 ლარით. აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული პესტიციდის ექსპორტი, იმპორტი, ბაზარზე განთავსება ან გამოყენება დასაბუთებული თანხმობის გარეშე – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს ბაზრის გაჯანსაღებას და პესტიციდების და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების და რეალიზაციის წესების დაცვას.
დეტალური ინფორმაცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების შესახებ იხილეთ ბმულზე: http://nfa.gov.ge/uploads/other/6/6830.pdf

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო აკონტროლებს.
2017 წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლის მიზნით 138 სარეალიზაციო ობიექტიდან აღებულია 333 ნიმუში. რეალიზაციის წესების დარღვევისთვის დაჯარიმებულია 37 ბიზნესოპერატორი.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა