logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საპარლამენტო უმრავლესობამ პატრიატრქს იუბილე მიულოცა
საპარლამენტო უმრავლესობამ პატრიატრქს იუბილე მიულოცა
22:22 05.01.2018
საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიატრქს, მის უწმინდესობასა და უნეტარესობას ილია II-ს საპატრიარქოში ეწვივნენ და 85 წლის იუბილე მიულოცეს.
„დიდი სიყვარულით და სიხარულით შემოვედით, რომ მოგისმინოთ, ჩვენი სიყვარული და პატივისცემა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ. ვუერთდებით იმ მილოცვებს, რომელიც მთელ საზოგადოებას გააჩნია. ვინაიდან ჩვენ აქ ხალხის მიერ არჩეულები ვართ, მაჟორიტარებიც ბევრი არიან, ვფიქრობთ, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის სიყვარული მოგიტანეთ დღეს“, - მიმართა მის უწმინდესობას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ და პარლამენტის სახელით სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.


კათოლიკოს - პატრიარქმა დალოცა პარლამენტარები და მიმართა: “მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით. ჩემი აზრით, შეხვედრა პატრიარქთან არ უნდა იყოს დამოკიდებული პარტიებზე, ყველას აქვს უფლება მოვიდეს პატრიარქთან და გაუზიაროს თავისი აზრები. მადლობთ. დალოცვილი იყავით და ბედნიერი შობა გაგითენოთ ღმერთმა“.


გიორგი ვოლსკიმ კათოლიკოს-პატრიარქს მოკლედ გააცნო სამომავლო გეგმები და უმრავლესობის ხედვა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც პარლამენტი მუშაობს.


„ერთი მთავარი წერტილი არის ეროვნული ინტერესები, რომელიც ყოველთვის უნდა მოდიოდეს წინ, რა თემაზეც არ უნდა იყოს ლაპარაკი, იქნება ეს საერთაშორისო ურთიერთობები, იქნება ეს ძალიან მძიმე მდგომარეობა, რომელიც ჩვენ ქართულ-რუსულ ურთიერთობებს გააჩნიათ, თუმცა ჩვენ აქაც უნდა ვნახოთ რაღაც გამოსავალი და სწორედ ამ გზით მივდივართ. არის ასევე მთელი რიგი კანონები, რომლებიც ასევე ეროვნულ ინტერესებზე უნდა იყოს დამკვიდრებული. მინდა დაგარწმუნოთ, ჩვენ ვცხოვრობთ, ვარსებობთ და ვმუშაობთ იმ პრინციპებით, რასაც ჰქვია ეროვნულობა, რასაც ჰქვია პატრიოტიზმი და რასაც ჰქვია მცნებები, რომელსაც ეკლესია გვასწავლის - სიყვარული უპირველეს ყოვლისა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა განაცხადა, რომ მასთან მისვლის უფლება აქვს ყველას.


„საერთოდ, როცა რაღაც გაჭირვება გაქვთ, როცა ვერ თანხმდებით, როცა დაძაბულია ურთიერთობა, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩემთან და ჩვენ ვისაუბროთ. მე მგონი, ეს სიმშვიდეს მოიტანს. მე მინდა გთხოვოთ, რომ საუბრის დროს არ იყოს ხმამაღალი, უხეში მიმართვა ერთმანეთის მიმართ. თქვენ გიყურებთ, თქვენ ეტალონი ბრძანადებით ხალხისთვის, მაგალითი ბრძანდებით ხალხისთვის და ხალხი ცოტა მტკივნეულად იღებს ამას, ამიტომ ძალიან გთხოვთ რომ უხეში მიმართვები არ გქონდეთ“, - მიმართა ილია მეორემ პარლამენტარებს და სტუმრობისა და მილოცვისათვის მადლობა გადაუხადა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა