logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სპეცოპერაციის შედეგად დაზიანებულ საცხოვრებელ კორპუსს სრულად გაამაგრებენ
სპეცოპერაციის შედეგად დაზიანებულ საცხოვრებელ კორპუსს სრულად გაამაგრებენ
14:55 05.01.2018
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას კორპუსის დაზიანებული მონაკვეთის გამაგრების სამუშაოების პირველი ეტაპის მიმდინარეობას გაეცნენ.

სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ავარიული საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება სრულად მოხდება. გამაგრებითი სამუშაოების პარალელურად, 30 მესაკუთრეს, რომელთა ავტომანქანებიც სპეცოპერაციის დროს დაზიანდა, თბილისის მერიის მხრიდან ზარალი სრულად აუნაზღაურდება.

თბილისის ვიცე-მერის განცხადებით, საცხოვრებელ კორპუსში ყველა იმ ბინის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლებიც სპეცოპერაციის დროს დაზიანდა.

"როგორც იცით, კორპუსი ზოგადად, სპეცოპერაციამდეც ავარიულ მდგომარეობაში იყო. მერიის გადაწყვეტილებით, ამჟამად, კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება და მოსახლეობა უსაფრთხო გარემოში იცხოვრებს", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

რაც შეეხება ავტომობილების მეპატრონეებისთვის ზარალის ანაზღაურებას, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკება ინდივიდუალურად მიმდინარეობს და მეპატრონეებისთვის ზარალის ანაზღაურება სრულად მოხდება.

"ზარალის ანაზღაურება მერიის მხრიდან სრულად მოხდება. უმრავლეს შემთხვევაში, ურჩევნიათ, კომპენსირება თანხით მოხდეს და დაზიანებული მანქანები თავად შეაკეთონ, ისევე, როგორც დაზიანებული ბინების შემთხვევაში. სამწუხაროა, რომ მსგავსი ფაქტი მოხდა, თუმცა მთავარია, კორპუსი გავამაგროთ, რომელიც მანამდეც ავარიულ მდგომარეობაში იყო", - აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მეექვსე შესახვევში მდებარე N9 კორპუსი, სადაც 72 ოჯახი ცხოვრობს, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნით, ავარიულობის მიხედვით, დაზიანების მესამე ხარისხს განეკუთვნება. შენობაში კვლევითი და აღდგენითი ღონისძიებები საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე დაიწყო.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს "არქიტრავი" ახორციელებს. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, მოქალაქეებისთვის აღნიშნულ მისამართზე ცხოვრება უსაფრთხო გახდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა