logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: 40 წლის წინ განსაკუთრებული მადლი გვხვდა წილად, როდესაც ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელი ილია II გახდა
ირაკლი კობახიძე: 40 წლის წინ განსაკუთრებული მადლი გვხვდა წილად, როდესაც ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელი ილია II გახდა
15:24 04.01.2018
"ეს არის დღესასწაული სრულიად საქართველოსთვის. 40 წლის წინათ ნამდვილად განსაკუთრებული მადლი ხვდა წილად ჩვენს ქვეყანას, როდესაც თქვენ გახდით ქართული ეკლესიისა და ჩვენი სულიერების საჭეთმპყრობელი",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 40 წელია, რაც უწმინდესი და უნეტარესი სამშობლოს სიყვარულისა და გვერდში დგომის მაგალითს გვაძლევს.

"40 წლის წინ ნამდვილად განსაკუთრებული მადლი ხვდა წილად ჩვენს ქვეყანას, როდესაც თქვენ გახდით ქართული ეკლესიის და ჩვენი სულიერების საჭეთმპყრობელი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი თითოეული ჩვენგანისთვის, სრულიად საქართველოსთვის. 40 წლის განმავლობაში თქვენი ყოველდღიური მოღვაწეობითა და ცხოვრებით, გვაძლევდით მაგალითს იმისას, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი და როგორ უნდა დავუდგეთ გვერდით ერთმანეთსა და ჩვენს სამშობლოს. კიდევ ერთხელ მინდა, მოგილოცოთ დაბადების დღე, ქედს ვიხრი თქვენ წინაშე და ვულოცავ სრულიად საქართველოს",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღესვე, საქართველოს საპატრიარქომ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული ბიბლიის პრეზენტაციას უმასპინძლა. სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბიბლიის აკადემიური ტექსტის გამოცემა ისტორიული მოვლენაა. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ბიბლიის ქართულ თარგმანთა კრიტიკულად დადგენილი ტექსტების სრული კორპუსის გამოცემას განსაკუთრებული სამეცნიერო და საგანმანათლებლო მნიშვნელობა აქვს.

ირაკლი კობახიძემ გაწეული სამუშაოსთვის - საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს და საქართველოს საპატრიარქოს, პრეზიდენტსა და მთავრობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"დღეს ჩვენ ვართ ისტორიული მოვლენის მონაწილენი და მომსწრენი. ნამდვილად ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა ბიბლიის აკადემიური ტექსტის გამოცემა. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ქართული ისტორიოგრაფიისთვის, მას აქვს ძალიან დიდი სამეცნიერო და საგანმანათლებლო მნიშვნელობა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში, ხელნაწერთა ინსტიტუტის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელთა მხარდაჭერის გარეშე ეს საქმე ვერ შედგებოდა. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს დაბადების დღე მიულოცეს და ბიბლიის (ძველი აღთქმა) ქართულ თარგმანთა კრიტიკულად დადგენილი ტექსტების სრული კორპუსის პირველი გამოცემის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.

ბიბლიის ქართულ თარგმანთა კრიტიკულად დადგენილი ტექსტების სრული კორპუსის პირველი გამოცემა V-XVIII საუკუნეების ქართულ ხელნაწერებში დაცული "ძველი აღთქმის" წიგნების სრულ მასალას მოიცავს და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა თითქმის 60 წლიანი შრომის შედეგს წარმოადგენს. წიგნი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დაიბეჭდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა