logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ყავლაშვილის N9-ში ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დასრულდა
ყავლაშვილის N9-ში ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დასრულდა
15:02 04.01.2018
ყავლაშვილის ქუჩა N9-ში მდებარე ისტორიული სახლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდა. ჩატარებული სამუშაოების გასაცნობად, ადგილზე დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი იმყოფებოდნენ.

„სამუშაოები დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტის ფარგლებში, გვერდით მდებარე სახლის მშენებლობაც ხდება, რომელიც ერთ წელიწადში დასრულდება. აღნიშნული სამუშაოების შედეგად, რეაბილიტირებულ სახლში 14 ოჯახი იცხოვრებს“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის განცხადებით, ყავლაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობის რეაბილიტაცია, მისი ავარიული მდგომარეობიდან გამომდინარე, საკმაოდ რთული იყო.

„ძეგლის აღდგენის ფარგლებში, ერეკლეს ქ. N6-7-ში მდებარე შენობის რეაბილიტაციაც დავიწყეთ, რომლის შედეგადაც, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჯამში 30-მდე ოჯახი, რეაბილიტირებული ფართებით ისარგებლებს“, - განაცხადა გიორგი ბაიდარაშვილმა.

კრწანისის რაიონში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2015 წლის ზაფხულში დაიწყო და პროექტ „ახალი ტფილისის“ ერთ-ერთი მიმართულების – „ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა შენობების რეაბილიტაციის პროგრამით“ განახორციელა.

პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის წესების დაცვით, ავარიული შენობა დაიშალა, რომლის ნაცვლად, ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდა, ხოლო დაზიანებული სახურავი ახლით შეიცვალა. ასევე, მთლიანად შეიცვალა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელი: წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ელექტრომომარაგების სისტემა. მოხდა არსებული ხის დეკორატიული ელემენტების რესტავრაცია, რაც ახალი ნაკეთობებით ჩანაცვლდა. მოეწყო ახალი კარ-ფანჯარა და ჩატარდა ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები.

ისტორიულ შენობაში მცხოვრებ ათამდე ოჯახს, რომელიც რეაბილიტაციის დროს, თბილისის განვითარების ფონდმა ბინის ქირის კომპენსაციით უზრუნველყო, რეაბილიტაციის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი ბინები ჩაბარდა.

ზემო კალაუბანში მდებარე ყავლაშვილის ქუჩა N9-ის ისტორიული სახლის მშენებლობა-რეაბილიტაცია თბილისის განვითარების ფონდმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობის წესების დაცვით განახორციელა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 612,574.07 ლარი დაიხარჯა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა