logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: სასწავლო-საწვრთნელი გემის არსებობა ბათუმის საზღვაო აკადემიას სტუდენტების პროფესიულ მომზადებაში დაეხმარება
დიმიტრი ქუმსიშვილი: სასწავლო-საწვრთნელი გემის არსებობა ბათუმის საზღვაო აკადემიას სტუდენტების პროფესიულ მომზადებაში დაეხმარება
11:19 04.01.2018
,,დღეს ბათუმის საზღვაო აკადემიას სასწავლო-საწვრთნელი გემი გადაეცა. 90 წლის ისტორიის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აკადემიას ასეთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი დაემატა. ბოლო 5 წლის განმავლობაში აკადემიაში ძალიან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული რეფორმა გატარდა ამ მიმართულებით, თუმცა სტუდენტების ღირსეული დასაქმებისთვის ეს იყო ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ჩვენ ნამდვილად გვჭირდებოდა,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბათუმში სახელმწიფო საზღვაო აკადემიისთვის სასწავლო-საწვრთნელო გემის გადაცემის ოფიციალური ცერემონიალზე.

პირველად 90-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბათუმის საზღვაო აკადემიას საკუთარი სასწავლო-საწვრთნელი გემი ეყოლება. სასწავლებელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტანკერი „კადეტი” უსასყიდლოდ გადაეცა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გემი პრაქტიკულად გამზადებული იყო გასაყიდად, მაგრამ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ „სახელმწიფოში დარჩენილიყო, მომსახურებოდა სახელმწიფოს და ჩვენი სტუდენტებისთვის სამომავლო დასაქმების შესაძლებლობა მიეცა".

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, სასწავლო-საწვრთნელი გემის არსებობა საზღვაო აკადემიას სტუდენტების პროფესიულ მომზადებაში დაეხმარება.

გემის გადაცემის ცერემონიას დღეს ბათუმში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი მამუკა ახალაძე და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე დაესწრნენ.

ბათუმის საზღვაო აკადემიას საკუთარი სასწავლო-საწვრთნელი გემი ამ დრომდე არ გააჩნდა. 2018 წლიდან საზღვაო აკადემიის სტუდენტებს უკვე შესაძლებლობა ექნებათ საზღვაო პრაქტიკა უშუალოდ აღნიშნულ გემზე გაიარონ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა