logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ზურაბ პატარაძე: საწვრთნელი გემის გადაცემა საზღვაო აკადემიის სტუდენტებისთვის წარმატების გარანტი იქნება
ზურაბ პატარაძე: საწვრთნელი გემის გადაცემა საზღვაო აკადემიის სტუდენტებისთვის წარმატების გარანტი იქნება
11:15 04.01.2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასწავლო-საწვრთნელი გემი უსასყიდლოდ გადაეცა. გემის ოფიციალური გადაცემის ცერემონიალი ბათუმის ნავსადგურში გაიმართა. საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს და საზღვაო აკადემიის სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ვიცე-პრემიერს, რომლის უშუალო ინიციატივით ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას სასწავლო-საწვრთნელი გემი უსასყიდლოდ გადაეცა. მისი თქმით, დღეიდან საზღვაო აკადემიის სტუდენტებს საზღვაო პრაქტიკის გავლა უკვე ბათუმში შეეძლებათ, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია.
"2018 წელი პოზიტიური მოვლენით დაიწყო. საზღვაო აკადემიას უსასყიდლოდ გადაეცა საწვრთნელი გემი, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. კარგია, რომ ჩვენს სტუდენტებს მიეცემათ საშუალება ადგილზე გაიარონ პრაქტიკა და ამისთვის საზღვარგარეთ გამგზავრება აღარ დასჭირდებათ. ეს არის ერთობლივი, კომპლექსური მიდგომა, სწორი განვითარება, ვინაიდან საზღვაო დარგი ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მეზღვაურთა კონტრიბუცია ჩვენს ეკონომიკაში ძალიან დიდია. ჩვენი სტუდენტებისთვის სრულფასოვანი დიპლომი მომავალში მათი დიდი წარმატების გარანტი იქნება“-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ სიტყვით გამოსვლისას.
ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქალაქ ბათუმის მერი და აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. საწვრთნელი გემის გადაცემის ცერემონიალზე შესრულდა საქართველოს ჰიმნი, გემზე აღიმართა საქართველოს დროშა, რის შემდეგაც სტუმრებმა გემი „კადეტი“ დაათვალიერეს. მცურავი საშუალება აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების ყველა საჭირო სანაოსნო სისტემითა და ტექნიკური საშუალებით. 2018 წლიდან საზღვაო აკადემიის სტუდენტები საზღვაო პრაქტიკას უშუალოდ აღნიშნულ გემზე გაივლიან. სემესტრში 40-50 სტუდენტის საზღვაო პრაქტიკით უზრუნველყოფა იქნება შესაძლებელი. ბათუმის საზღვაო აკადემიის 90 წლიანი ისტორიის მანძილზე სასწავლო-საწვრთნელი გემი არ გააჩნდა. შესაბამისად, აღნიშნული გემის გადაცემა აკადემიის ხელმძღვანელი პირების მიერ ისტორიულ ფაქტად შეფასდა.
,,დღეს ბათუმის საზღვაო აკადემიას სასწავლო-საწვრთნელი გემი გადაეცა. 90 წლის ისტორიის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აკადემიას ასეთი მნიშვნელოვანი ატრიბუტიდაემატა. ბოლო 5 წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული რეფორმა გატარდა ამ მიმართულებით, თუმცა სტუდენტების ღირსეული დასაქმებისთვის ეს იყო ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ჩვენ ნამდვილად გვჭირდებოდა. გემი იყო გამზადებული გასაყიდად, მაგრამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის სახელმწიფოში დარჩენილიყო, მომსახურებოდა სახელმწიფოს და ჩვენი სტუდენტებისთვის სამომავლო დასაქმების შესაძლებლობა მიეცა"-განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა