ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ, მაჟორიტარ დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესთან და
მერიის წარმომადგენლებთან ერთად ის სამთავრობო უწყებები მოინახულა, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. მერმა საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის, სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის
მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ეწვია და შობა-ახალი წელი მიულოცა.
ხელისუფლების წარმომადგენლები ხულოს მთავარ ნაძვის ხესთან შეკრებილ ახალგაზრდებსაც შეხვდნენ და ახალი წელი მიულოცეს.

















