logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ვახტანგ ყოლბაია მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს
ვახტანგ ყოლბაია მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს
11:53 31.12.2017
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ყოლბაია მოსახლეობას 2018 წელს ულოცავს.
ვახტანგ ყოლბაიას მილოცვის ტექსტს საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" სრულად გთავაზობთ:


"რამდენიმე საათში დადგება ახალი, 2018 წელი, რომელიც ყოველ ჩვენგანზე მაგიურად მოქმედებს. ეს ფერადი დღეებია, რომელიც დიდს და პატარას ცხოვრებას გვიხალისებს, მომავლის იმედს გვაძლევს, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გამოძევებულ მოსახლეობას განვლილ საშინელებას გვავიწყებს. ავადმოსაგონარი დღეები წარსულის კუთვნილებაა, მაგრამ, ამავე დროს, ისტორიის გაკვეთილებია, რომელმაც ბევრი რამ გვასწავლა. დღეს აღარ ვდაობთ იმაზე, რომ ქართველებმა და აფხაზებმა საბედისწერო შეცდომა დავუშვით, როცა მოყვარე მტრად მივიჩნიეთ და ერთმანეთზე იარაღით გავიწიეთ, საკუთარ ძმებს გავეყარეთ, ერთმანეთი მივატოვეთ. მშვიდობის დამყარება მტანჯველმა სიჩუმემ და უბრად ყოფნამ ჩაანაცვლა. ამდენმა წელმა განვლო და ერთმანეთი ვერ გამოვიწვიეთ ჩვეულებრივი, ადამიანური ურთიერთობის განსაახლებლად. ენგურის ხიდი, რომელიც 24 წლის წინ ყველას გვაერთიანებდა, დღეს ჩვენი განხეთქილების სიმბოლოდ აქციეს ოკუპანტებმა. მაგრამ იმედი იმისა, რომ ფუძე-აყრილი ხალხი საკუთარ მიწაზე დავბრუნდებით, ჩვენში არასოდეს ჩაქრება. ყველამ გამოვცადეთ დევნილობაში ცხოვრება, საკუთარ სამშობლოშიც კი დევნილის ტვირთის ტარება მძიმე ხვედრია. ცარიელ ადგილზე ცხოვრების თავიდან დაწყება ნებისმიერი ადამიანითვის უმძიმესი გამოცდაა. კარგად გვესმის იმ ახალგაზრდის, რომელსაც არ სურს იმის თქმა, რომ დევნილის ოჯახიდანაა. მისთვის ეს დამამცირებელია, მას არ უნდა დევნილის სტატუსით ცხოვრება და ეს გასაგებია ჩვენთვისაც და საზოგადოების დანარჩენი წევრებისთვისაც. მაგრამ მარადიული ამქვეყნად არაფერია და არც დევნილობაში ცხოვრებაა სამარადჟამო. ამქვეყნად ყველაფერი სრულდება და ამ მტანჯველ მდგომარეობასაც ერთ დღეს ბოლო ეღება. ხელოვნურად აღმართული პოლიტიკური კედლები, რომელიც ადამიანთა ურთიერთობას ზღუდავს და მათ მომავალს ბარიერებს უწესებს, ადრე თუ გვიან ინგრევა. ბერლინის კედლის დანგრევას თითქმის 30 წელი დასჭირდა, ამ მიზნისკენ კი გერმანელი ერი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა. ჩვენ კარგად შევიმეცნეთ, რომ ბრძენი სხვის შეცდომებზე, სწავლობს, ჭკვიანი საკუთარზე- სულელი კი საერთოდ ვერ სწავლობს ჭკუას. ისიც კარგად უთქვამთ, წვეთი ქვას ხვრეტს არა ძალით, არამედ ხშირი დაცემითო. ეს გამონათქვამები კაცობრიობის გამოცდილებაა, რომელსაც ჩვენც უნდა ვეზიაროთ. სწორედ ასეთი უშრეტი მოთმინებით არის აღჭურვილი ჩვენი დევნილი საზოგადოებაც, რომელიც ძალიან გვეამაყება. ყველა დამეთანხმება, რომ უფრო გამრჯე, მომთმენი და შრომისმოყვარე ხალხი იშვიათიად მოინახება. შეუდრეკელი, უშიშარი, ოჯახზე გადაგებული, სტუმართმოყვარე, გაჭირვებას თავს რომ არ დაუდებს ისეთი. განვლილმა წლებმა დაგვანახა, რომ ჩვენი მომავალი ჩვენვე უნდა გამოვძერწოთ, რადაც უნდა დაგვიჯდეს. ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარების, ნდობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენის საქმეში. ჩვენ ყველანი ერთნი და ერთიანნი ვართ. ჩვენვე უნდა დავძრათ ყინული, რომელსაც ერთმანეთთან მისასვლელი გზები ჩახერგილი აქვს. ახალი, 2018 წელი უნდა იქცეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ახალი ეტაპის დასაწყისად, ახალი იდეების, ახალი მიდგომების დამკვიდრების გზაზე.
ვულოცავ ახალი, 2018 წლის დადგომას და შობა-ახალი წლის განუმეორებელ დღეებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, თბილისში და საქართველოს ყველა რეგიონში, სამაჩაბლოში, სოხუმში და სოხუმის რაიონში, გაგრაში, გუდაუთაში, გულრიფშში, ოჩამჩირეში, ტყვარჩელსა და გალში.
განსაკუთრებული იყოს ეს წელი ჩვენი პატარებისთვის, ჩვენი საამაყო ახალგაზრდობისთვის, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, სქესის, რელიგიური მრწამსის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების მიუხედავად.
მრავალ ახალ წელს დაესწარით მეგობრებო!
ღმერთი ფარავდეს ერთიან საქართველოს!"-ნათქვამია ვახტანგ ყოლბაიას მისალოც წერილში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა