logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მთავარმა პროკურორმა 2017 წლის წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა
მთავარმა პროკურორმა 2017 წლის წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა
18:13 30.12.2017
საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს დამდეგი 2018 წელი მიულოცა.
მთავარ პროკურატურაში გამართულ ღონისძიებაზე მთავარმა პროკურორმა 2017 წელი შეაჯამა, თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, 2017 წელი საქართველოს პროკურატურისთვის წარმატებული იყო: წელს დამტკიცდა პროკურატურის განვითარების 2017-2021 წლების სტრატეგია, რომელიც ორიენტირებულია სისტემის პროგრესსა და განვითარებაზე. ასევე დამტკიცდა საქართველოს პროკურატურის მიერ შემუშავებული პროკურორთა შეფასების სისტემა. არაერთი ნაბიჯი გადაიდგა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში; დამტკიცდა პროკურატურის მუშაკთა ახალი ეთიკის კოდექსი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა პროკურორთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
მთავარმა პროკურორმა ასევე განაცხადა, რომ 2018 წელი გაცილებით წარმატებული და პროგრესული უნდა იყოს. საქართველოს პროკურატურის მუდმივ პრიორიტეტად კვლავ რჩება მაღალკვალიფიციური საპროკურორო საქმიანობის განხორციელება. ასევე მომავალი წლის პრიორიტეტულ მიმართულებებად რჩება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ოჯახში ჩადენილი დანაშაული, პროკურატურის მუშაკთა ტრენინგები და სასწავლო მოდულების განხორციელება, ასევე სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
წინასაახალწლო ღონისძიებაზე ირაკლი შოთაძემ პროკურატურის წარმატებული თანამშრომლები მადლობის სიგელებით და ვადამდელი წოდების მინიჭებით დააჯილდოვა. საკონსულტაციო საბჭოს მიერ სხვადასხვა კრიტერიუმებით გამოვლენილი იქნა 2017 წლის საუკეთესო პროკურორი, რომელიც გახდა მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ჯარჯი წიკლაური, საუკეთესო გამომძიებლად დასახელდა მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებელი ლაშა აბულაძე, ხოლო წლის საუკეთესო სტრუქტურული დანაყოფი ზუგდიდის რაიონული პროკურატურა გახდა.
საქართველოს პროკურატურის მიერ დაარსებული ახალი ჯილდო - ოჯახური დანაშაულის საქმეების წლის პროკურორი წელს პირველად ქ.თბილისის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორს ანა კალანდაძეს გადაეცა.
სამსახურებრივი მოვალეობის განსაკუთრებულად კეთილსინდისიერად და მაღალ პროფესიონალურად შესრულებისთვის, პროკურატურის სისტემაში ერთგული და ხანგრძლივი საქმიანობისთვის ყველაზე მაღალი და საპატიო ჯილდო, საქართველოს პროკურატურის საპატიო მუშაკის წოდება მიენიჭა და შესაბამისი სამკერდე ნიშანი გადაეცა ქ.თბილისის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორს გრიგოლ ბიბილაშვილს და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორს ქეთევან თალაკვაძეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა