აგარის სასოფლო კლუბში საახალწლო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაზე სოფლის საჯარო
სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა მუსიკალური ნომრები და იუმორისტული სკეტჩები წარმოადგინეს. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი გოჩა მელაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე და მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე ესწრებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ და დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.

















