აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა გოცირიძემ და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორმა
დავით ნადარეიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის თანახმად, აგრარული უნივერსიტეტის ბიომედიცინის პროფილის დოქტორანტები და მაგისტრანტები პროგრამით გათვალისწინებულ ექსპერიმენტულ კვლევებს ცენტრში ჩაატარებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ აგრარული უნივერსიტეტიდან აცნობეს, ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამეცნიერო კვლევით დაწესებულებას წარმოადგენს, რომელიც ექსპერიმენტული ბიომედიცინის სფეროში ყოველწლიურად მრავალ პროექტს ახორციელებს.

















