logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„თეგეტა მოტორსმა“ 2017 წელი 30%-იანი ზრდით დახურა
„თეგეტა მოტორსმა“ 2017 წელი 30%-იანი ზრდით დახურა
11:30 27.12.2017
“თეგეტა მოტორსს” 2017 წელს 20%-იანი ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა კომპანიამ გეგმას გადააჭარბა და მიუხედავად ძლიერი კონკურენტული გარემოსი, წელი 30%-იანი ზრდით დახურა.
2017 წელს „თეგეტა მოტორსი“ გახდა პირველი კომპანია ავტოინდუსტრიის სფეროდან კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც შეძლო Fitch-ის რეიტინგის მოპოვება. კორპორატიული მმართველობის სრულყოფის მიზნით, „თეგეტა მოტორსი“ თანამშრომლობს მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრ, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC). პროექტის მიზანია მოხდეს არსებული კორპორაციული მართვის გაუმჯობესება მსოფლიოში საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით. IFC-მ შეიმუშავა რიგი რეკომენდაციები: კორპორაციული მართვის გეგმის შემუშავებისა და განხორციელების, კორპორაციული სტრუქტურის გადაწყვეტილების, კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტების მიღება/ შესწორება/განახლების და კორპორაციული მდივნის ფუნქციის შექმნის ჭრილში. ამ რეკომენდაციების დანერგვა უკვე მიმდინარეობს და 2018 წელს დასრულდება.
ამავე წელს კომპანიამ გააფორმა მნიშვნელოვანი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები მსოფლიოს უმსხვილეს მწარმოებლებთან და მათი ოფიციალური რითეილ პარტნიორი გახდა საქართველოში. „თეგეტა მოტორსის“ ბრენდების პორტფელს დაემატა მსოფლიოს 50-მდე წამყვანი ბრენდი მსუბუქი ავტოსათადარიგო ნაწილების, აკუმულატორების, საბურავების და სპეც. ტექნიკის მიმართულებით, როგორებიცაა: PIRELLI, KUMHO, ROSSAVA (საბურავები), TOTAL TOOLS, MAKITA, (დანადგარები და ინსტრუმენტები) BEX, MACPOWER, GENTRY, (აკუმულატორები) CHAMPION (ზეთები) და სხვა.
2017 წელს „თეგეტა მოტორსმა“ გახსნა ახალი ფილიალები და გააფართოვა არსებული სერვის ცენტრები ბათუმში, რუხში, მარნეულში, გორში, ფოთში, ახალქალაქსა და თელავში, ასევე მეორე ფილიალი გაიხსნა ბაქოში. „თეგეტა“ დღეისათვის 23 ფილიალით არის წარმოდგენილი მთელი საქართველოს მასშტაბით, მისი სერვის ცენტრები გამოირჩევა დახვეწილი ინფრასტრუქტურით, მაღალკვალიფიციური კადრებითა და თანამედროვე ავტოსერვისის დანადგარებით. 2017 წელს ავტომობილების ჯამური დღიური გამტარიანობა 2016 წელთან შედარებით 500-მდე ავტომობილით გაიზარდა და დღეისათვის სერვის ცენტრები დღიურად 1500-მდე ავტომობილს ემსახურება.
გაიზარდა ლოიალური მომხმარებლების რაოდენობაც და დღეს კომპანიას 250 000-მდე ერთგული მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც TEGETA CARD-ის მფლობელები არიან. ასევე მნიშვნელოვნად განვითარდა სადისტრიბუციო ქსელი და 25%-ით გაიზარდა კორპორატიული მომხმარებლების რაოდენობა.
„თეგეტა მოტორსი“ გახლავთ ერთ-ერთი მოწინავე კომპანია საქართველოში TAX FREE-ს ანაზღაურების მიმართულებით. კომპანიამ TAX FREE-ს პროექტის ფარგლებში შექმნა უნიკალური პროდუქტი, რაც გულისხმობს დამონტაჟებულ საბურავებზე TAX FREE-ს ანაზღაურებას. ამ პროდუქტით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეს.
2017 წელს გაიხსნა „თეგეტა აკადემიის“ ორი ახალი ფილიალი რუხსა და თბილისში. „თეგეტა აკადემია“ 2013 წლიდან ფუნქციონირებს და არის უნიკალური სასწავლო პლატფორმა, აკადემიის სასწავლო პროგრამა შედგენილია ევროპაში აპრობირებული დუალური განათლების მოდელის მიხედვით და გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას. სასწავლო ცენტრ “თეგეტა აკადემიის“ მიზანია ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ავტომომსახურების სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და მათი შემდგომი დასაქმება. “თეგეტა აკადემიის“ სასწავლო კურსი გაიარა 300-მდე პირმა და მათგან 120-მდე წარმატებული კურსდამთავრებული დასაქმდა „თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრებში.
„თეგეტა მოტორსმა“ ავტოინდუსტრის სფეროში საუკეთესო დამსაქმებლის ტიტული მიიღო, მიმდინარე წელს კომპანიამ 320-მდე პირი დაასაქმა და ჯამში 1500-მდე თანამშრომელს ითვლის.
„თეგეტამ“ 2017 წელს დაიწყო მნიშვნელოვანი პროექტი ელექტრონული კომერციის მიმართულებით და მრავალფუნქციური პორტალი „shop.tegetamotors.ge“ შეიმუშავა, რომელიც პრაქტიკული პლატფორმაა როგორც კორპორატიული, ასევე საცალო მომხმარებლისთვის. „shop.tegetamotors.ge“ წარმოადგენს ავტოსათადარიგო ნაწილების ონლაინ კატალოგს, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიძიოს სასურველი პროდუქტი, მიიღოს დეტალური ინფორმაცია მის შესახებ, გაიგოს ღირებულება და სხვა. დღეისათვის კატალოგში წარმოდგენილია მხოლოდ საბურავების და აკუმულატორების სრული ასორტიმენტი, მომავალში დაემატება „თეგეტა მოტორსის“ ქსელში წარმოდგენილი სრული პროდუცია.
“2018 წელს ვგეგმავთ დავასრულოთ მნიშვნელოვან პარტნიორებთან ერთად დაწყებული პროექტები, გავხსნათ და გავაფართოვოთ უფრო მეტი ფილიალი, ასევე ვგეგმავთ ახალი ბაზრების ათვისებას კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. საქართველო დღეს არის რეგიონის ლიდერი საბანკო საქმიანობის და ტურიზმის სფეროში, ჩვენი მიზანია საქართველო ასევე გავხადოთ ლიდერი საავტომობილო სფეროში. დარწმუნებული ვართ ჩვენ ამას შევძლებთ და 2018 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული და მნიშვნელოვანი.“- აცხადებენ კომპანიაში.
„თეგეტა მოტორსი“ წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. იგი კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს ავტოპროდუქტებისა და ავტოტექმომსახურების სრულ სერვისს სთავაზობს. ჰოლდინგი აერთიანებს 5 შვილობილ კომპანიას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა