საბურთალოს რაიონის ნაწილს დღეს 12:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისიდან“
აცნობეს, გაზმომარაგების შეწყვეტა საშუალო წნევის გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებითაა გამოწვეული.
აღნიშნულის გამო, გაზი შევარდენიძის, ასათიანის, ზაქარიაძის ქუჩებს, საბურთალოს ქუჩის #57-67, ყაზბეგის გამზირის 18, 20-ს, ვაჟა ფშაველას გამზირის 37, 39-ს და ჩიხის 3, 5-ს, ნუცუბიძის ქუჩის 2-50-ის ჩათვლით კორპუსებს, დელისის, ზემო-ვეძისის, მეგრელაძის ქუჩების კერძო სექტორს გაეთიშება.
კომპანიის ინფორმაციით, გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად ხვალ დილის 9.00 საათიდან დაიწყება.
კომპანია აბონენტებს გაზის დანადგარებთან სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.

















