logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დეპუტატებსა და პარასპორტსმენებს შორის მეგობრული ტურნირი გაიმართა
დეპუტატებსა და პარასპორტსმენებს შორის მეგობრული ტურნირი გაიმართა
17:37 25.12.2017
საქართველოს პარლამენტის წევრებსა და პარასპორტსმენებს შორის სპორტის სხვადასხვა სახეობაში მეგობრული ტურნირი გაიმართა.

დეპუტატები და პარასპორტსმენები ერთმანეთს მჯდომარე ფრენბურთში, პარაკალათბურთსა და უსინათლოთა ფეხბურთში დაუპირისპირდნენ.

„იგივე ემოცია მეუფლება დღეს, როგორც სამი წლის წინ, როდესაც გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა მასშტაბური ღონისძიება - „იურისტები პარაოლიმპიელების მხარდასაჭერად“. მაშინაც ეს ყველაფერი ემსახურებოდა პარაოლიმპიელების, ამ სპორტსმენების პოპულარიზაციას, მათი საქმიანობის, მათ მიერ სხვისთვის სტიმულის მიცემის პოპულარიზაციას. ყოველთვის ვამაყობ მათთან მეგობრობით“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ

დეპუტატმა რატი იონათამიშვილის თქმით, მიზანი პარაოლიმპიური მოძრაობის მეტი პოპულარიზაცია და მხარდაჭერაა.

„განსაკუთრებით მახარებს, რომ სახელმწიფო მხარდაჭერის და სორი მენეჯმენტის პირობებში, პარაოლიმპიური მოძრაობა ჩვენს ქვეყანაში ასე ვითარდება. ოთხი სპორტის სახეობიდან დღეს გვაქვს 15 პარასპორტის სახეობა. საქართველოს ისტორიაში პირველად, მოვიპოვეთ ზამთრის პარაოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება. ჩვენი მიზანია, რომ მოხდეს სულ უფრო მეტი პოპულარიზაცია და მხარდაჭერა პარაოლიმპიელებისა და პარაოლიმპიური მოძრაობის“,- განაცხადა პარლამენტის წევრმა.

ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ. მიხეილ ყაველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარასპორტსმენების ძალისხმევა გადამდებია.

„ჩვენი გმირი პარასპორტსმენები პროფესიონალები არიან და მათი ძალისხმევა გადამდებია. ეს არის მიმართვა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისადმი - ბავშვებისა და მოზარდებისადმი, რომ ჯანსაღ ცხოვრებას და სპორტს ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ, თითქმის ერთი წელია, ვთანამშრომლობთ, გვქონდა რამდენიმე ამ ტიპის ღონისძიება და ეს გაგრძელდება. მიზანია, რომ რაც შეიძლება, მეტი ადამიანი იყოს ჩართული სპორტში“,-განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის წევრებმა თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრიც დაათვალიერეს და ტურნირში მონაწილე გუნდები და ტიტულოვანი პარასპორტსმენები დააჯილდოვეს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა