საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყველას, ვინც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს
დღევანდელ დღეს ულოცავს.
პრემიერის მისალოცი განცხადება მისმა პრესსამსხურმა გაავრცელა.
„შობას ვულოცავ ყველა ჩვენს თანამემამულეს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს ამ უდიდეს დღესასწაულს.
მაცხოვრის შობა ახლის დაბადებისა და განახლების სიმბოლოა, ეს არის სიკეთის, სიყვარულისა და სათნოების დღესასწაული.
ყველას ვუსურვებ მშვიდობას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას“- ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

















