თბილისში, „დინამო არენასთან“ ცაბაძის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაშავებული ორი ადამიანის
ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
დაშავებულებს მკურნალობა დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდებათ.
ხანძრის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა. დაშავებულებიცა და გარდაცვლილებიც ერთი ოჯახის წევრები არიან.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე გაჩნდა.

















