დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება
შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა დიღმის მასივის III კვარტლის და რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს შეეხება.
10:30 საათიდან 14 საათამდე ვერ მიირებენ ელექტროენერგიას ქეთევან დედოფლის გამზირის, ხოლო 15 საათიდან 18საათამდე აეროდრომის დასახლების, ხომლელის, ჯავახეთის და კალოუბნის ქუჩების მაცხოვრებლები.

















