logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არასრულწლოვანთა და N5 პენიტენციურ დაწესებულებებში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა
არასრულწლოვანთა და N5 პენიტენციურ დაწესებულებებში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა
15:39 23.12.2017
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ორგანიზებით, N11 არასრულწლოვანთა სარებილიტაციო და N5 პენიტენციურ დაწესებულებებში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა.

არასრუწლოვან მსჯავრდებულებს, რომლებიც წინასაახალწლოდ დასაჩუქრდნენ, დამდეგი შობა-ახალი წელი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა მიულოცა. მსჯავრდებულებმა კი, სტუმრებს თავიანთი ნამუშევრები დაათვალიერებინეს.

„არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფ ახალგაზრდებს სხვადასხვა კომპანიების მიერ გამოგზავნილი საჩუქრები გადავეცით. მსჯავრდებულებზე ზრუნვის საკითხში, სამინისტროსთან ერთად, საზოგადოების ჩართულობაც აუცილებელია. სასურველ შედეგს, რომელიც მათი რესოციალიზაცია და გათავისუფლების შემდეგ საზოგადოებაში სრულფასოვანი რეინტეგრაციაა, მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ“, - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

არასრულწლოვნებს საჩუქრები დაწესებულებაში პირადად გადასცეს კომპანია GT GROUP-ის წარმომადგენლებმა. „გადავწყვიტეთ წინასაახალწლოდ, ახალგაზრდები შეძლებისდაგვარად გაგვეხარებინა. მათთვის ჩვენი მხარდაჭერა და გვერდით დგომა აუცილებელია. აღსანიშნავია, რომ აქ არსებული ვითარებით სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩით. დაწესებულებაში ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ ახალგაზრდები განვითარდნენ და ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ“, - განაცხადა GT GROUP-ის დამფუძნებელმა ჯაბა შელიამ.

N5 დაწესებულებას კი, წინასაახალწლოდ, მომღერალი მაკა ზამბახიძე ეწვია და მსჯავრდებულებთან ერთად, ნაძვის ხის მორთვაში მიიღო მონაწილეობა. მაკა ზამბახიძემ რამდენიმე სიმღერა შეასრულა და მსჯავრდებულებს შობა-ახალი წელი მიულოცა, მათ შორის ის დედათა და ბავშვთა სახლს ეწვია, სადაც ქალი პატიმრები 3 წლამდე ასაკის შვილებთან ერთად იმყოფებიან.

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო წინასაახალწლოდ, სხვადასხვა ღონისძიებას ყველა დაწესებულებაში გამართავს. დაგეგმილია შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დასის, ანსამბლების: „რუსთავი“, „შვიდკაცა“, „ქართული ხმები“, ჯგუფების - „რეზო და ბავშვები“, „გამოუვალი მდგომარეობის“ და „ქუჩის ბიჭების“ კონცერტები და ღონისძიებები. დაწესებულებებს, ასევე, იუმორისტული შოუს მსახიობები ესტუმრებიან. გარდა ამისა, ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ მომღერლები თიკა ჯამბურია, ნინი ქარსელაძე, მარიკა თხელიძე და სხვები.

მსჯავრდებულებს საახალწლოდ, სხვადასხვა კომპანიის მხრიდან საჩუქრებიც გადაეცემათ, მათ შორის: „ავერსი“, „ზედაზენი“, „ბარამბო“ „ვაიკიკი“, „ბეიქერი“ და სხვა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა