logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ სოფლის განვითარების 3 წლიანი გეგმა დაამტკიცა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ სოფლის განვითარების 3 წლიანი გეგმა დაამტკიცა
12:37 23.12.2017
საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომელიც სოფლის განვითარებისთვის 69 პროგრამის განხორციელებას ისახავს მიზნად. სხდომა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა და მას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე უძღვებოდა.
ნოდარ კერესელიძის განცხადებით, მიღებული სამწლიანი გეგმა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას ითვალისწინებს და მოიცავს კონკრეტულ ამოცანებს, რომელსაც ყველა ის უწყება განახორციელებს ვინც სოფლის განვითარებაშია ჩართული.
„ეს არის ის დოკუმენტი რომლითაც მოხდება ამ სამი წლის განმავლობაში სტრატეგიით დასახული მიზნების და ამოცანების რეალურ ცხოვრებაში აღსრულება და განხორციელება. სამოქმედო გეგმა სხვადასხვა მიმართულებით 69 პროგრამას მოიცავს. აქცენტი ამ პროგრამებში არის, პირველ რიგში, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება, სოციალური პირობების გაუმჯობესება, ასევე აქცენტირებულია გარემოს დაცვითი ღონისძიებები, როგორიც არის მაგალითად ტყის და დაცული ტერიტორიების მდგრადი მართვის და შესაბამისი გეგმების განხორციელება, ასევე სოფლად ინფრასტრუქტურის განვითარება, ასევე საუბარია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შესაძლებლობების და განათლების ზრდა, ასევე ეკონომიკური დივერსიფიკაციის მიმართულებები, ფერმერული მეურნეობების მოდერნიზაცია. ჯამურად სამივე წლის ბიუჯეტი ამ პროგრამების არის დაახლოებით მილიარდ 700 მილიონი ლარი “ - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.
დამტკიცებული გეგმის მნიშვნელობაზე ისაუბრა გაეროს განვითარების პროგრამის ეკონომიკური განვითარების გუნდის უფროსმა გიორგი ნანობაშვილმა.
„დამტკიცებულ სამწლიან გეგმაში გაეროს განვითარების პროგრამა აქტიურად არის ჩართული ტექნიკური დახმარების განხორციელების კომპონენტში, რომელიც ხელს უწყობს მთავრობის უწყებებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და ყველა ჩართულ მხარეს, რომ განახორციელონ ეფექტური კოორდინაცია, განავითარონ საკუთარი უნარები და დაიგეგმოს და განხორციელდეს ისეთი პოლიტიკა, რომელიც სოფლად მოიტანს ხელშესახებ ეფექტს. სწორედ ამ აქტივობებზე, რომელიც 3 წელიწადში უნდა განხრორციელდეს არის ეს სამოქმედო გეგმა, რომელიც კონკრეტულ ამოცანებზეა ორიენტირებული.“ - განაცხადა გიორგი ნანობაშვილმა.
სამწლიან სამოქმედო გეგმაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სოფლად მეწარმოებისა და ტურიზმის განვითარების კუთხით პროექტებს განახორციელებს. ამის შესახებ შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ისაუბრა. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ კი აღნიშნა, რომ სამინისტრო სოფლის განვითარების კუთხით რეგიონებში სერვისის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებაზე იმუშავებს. დღევანდელ სხდომას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ყველა სამინისტროს წარმომადგენელი მონაწილეობდა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დღეს მიღებული სამოქმედო გეგმა მომავალ კვირას მთავრობის სხდომაზე გავა დასამტკიცებლად.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა