logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დევნილთა მინისტრის მოადგილეები გორის ბინების განაწილებასთან დაკავშირებით დევნილ ოჯახებს ინდივიდუალურად ხვდებიან
დევნილთა მინისტრის მოადგილეები გორის ბინების განაწილებასთან დაკავშირებით დევნილ ოჯახებს ინდივიდუალურად ხვდებიან
15:43 22.12.2017
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეები და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები იმ დევნილ ოჯახებს ხვდებიან, რომლებმაც ამ ეტაპზე, გორში 8 ახალაშენებულ კორპუსში ბინები ვერ მიიღეს და საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ.
მინისტრის პირველი მოადგილის გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, ყველა დევნილის შეკითხვას ამომწურავი პასუხი გაეცემა. მინისტრის მოადგილე გორში ერთ-ერთი მოქალაქის მიერ თვითდაზიანების მიყენების ფაქტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნულ პიროვნებას დევნილის სტატუსი არ აქვს.
„გორში განხორციელდა უპრეცედენტო მშენებლობა, 8 ათსართულიანი კორპუსი აშენდა სწორედ იმ დევნილი ოჯახებისთვის შიდა ქართლში, რომლებსაც არ გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი საკუთრებაში, ცხოვრობენ ნგრევად ობიექტებში ან კერძო სექტორში, მაგრამ საკუთარი სახლი არ აქვთ. იმისთვის, რომ შევარჩიოთ ასეთი დევნილი ოჯახები ვატარებთ მონიტორინგს. მონიტორინგის ჯგუფები დევნილ ოჯახებს ინდივიდუალურად სწავლობენ და ეს ინფორმაცია განსახილველად გამოდის კომისიაზე. კომისიის მუშაობაში მონაწილეობენ სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციების, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლები და ყველა დაინტერესებული პირი. ბინების განაწილების პროცესი მიმდინარეობს გამჭვირვალედ. ყველა ოჯახს განვიხილავთ ინდივიდუალურად და შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ, რაღაც ხარვეზი შესაძლოა გაპარულიყო, ეს შეიძლება იყოს, რომ არასწორად მივეცით ბინა ან პირიქით, რომელიმე ოჯახს ეკუთვნოდა და არ მივეცით. ამიტომ, ჩამოვდივართ ადგილზე ყოველთვის ყველა რეგიონში სადაც ბინებს ვანაწილებთ, ვიღებთ ინდივიდუალურად დევნილ ოჯახებს და ვისმენთ მათ პრეტენზიებს და ყოფილა შემთხვევები, როდესაც ეს გადაწყვეტილება კონკრეტულ ოჯახებთან მიმართებაში შეცვლილა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითიც. ამ ოჯახებისგან სწორედ ეს ინფორმაციები გვჭირდება. ჩვენს ვებ-გვერდზეც გამოქვეყნდა, რომ თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია, რომ რომელიმე დევნილი ოჯახი არასწორად იღებს ბინას და აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი და ეს ფაქტი ჩვენთვის არ გახდა ცნობილი ამისათვის გვჭირდება მათი ინფორმაცია და მათი დახმარება და შემდეგ ამ გადაწყვეტილებას ჩვენ შევცვლით თითოეული ასეთი ოჯახის მიმართ და პირიქითაც.

რაც შეეხება იმ ინციდენტს რომელიც აქ მოხდა, ადამიანი რომელმაც მიიყენა ფიზიკური დაზიანება არ გახლავთ დევნილი, მისი მეუღლე არის დევნილი. ეს ოჯახი ცხოვრობს ამ არადევნილი პიროვნების მამა-პაპისეულ სახლში, რომელმაც ფიზიკური დაზიანება მიიყენა. ჩვენ, როგორც გითხარით, პირველ რიგში ისეთ ოჯახებს ვაძლევთ ბინებს ვისაც რაიმე ალტერნატიული საცხოვრებელი არ აქვს. ჩვენ რომ მიგვეცა ასეთი ოჯახისთვის ბინა, აბსოლუტურად სამართლიანი პრეტენზიები ექნებოდათ სხვა დევნილ ოჯახებს“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ გორში 480 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 8 ათსართულიანი კორპუსი ააშენა. სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა იმ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემათ. კომისიის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლის რეგიონში 5 ნგრევადი ობიექტი იხურება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა