რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან
ავთანდილ უგრეხელიძესთან და მერის მოადგილე დავით გვიშიანთან ერთად, სოფელ ლაილაშში, ხანძრის შედეგად განადგურებული სკოლის შენობა მოინახულა.
გუბერნატორი პედაგოგებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მან სკოლის ახალი შენობისათვის გამოყოფილი ადგილი დაათვალიერა.

















